გენერალური კონფერენცია
პატიოსნება: ქრისტეს მსგავსი თვისება
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


პატიოსნება: ქრისტეს მსგავსი თვისება

პატიოსანი ცხოვრება მოითხოვს ჩვენგან ვიყოთ ღმერთის ერთგულნი, ასევე ერთმანეთის და ჩვენი ღვთაებრივი იდენტობის მიმართ.

მხსნელის მსახურების ბოლო საათებში, იგი წავიდა ზეთისხილის მთაზე, ბაღში, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია და თავის მოწაფეებს სთხოვა, დალოდებოდნენ მას. მარტო რომ დარჩა, მან სთხოვა მამას: „თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი.” აგონიაში ყოფნისას, ტანჯვამ აიძულა იგი, „ თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, … [ე]კანკალა, სისხლი წამო[ს]ვლოდა ყოველი ფორიდან … და [ს]ურდა, არ შე[ე]სვა მწარე ფიალიდან და თავი ა[ე]რიდებინა“. მიუხედავად ამისა, ამ ღრმა სასოწარკვეთილების მომენტში, მაცხოვარმა უკან არ დაიხია, „არამედ მიიღო მონაწილეობა და დაასრულა მზადება ადამიანთა შვილებისთვის“.

როგორც მამის მხოლოდშობილს, იესო ქრისტეს ჰქონდა ძალაუფლება სიკვდილზე, ტკივილსა და ტანჯვაზე, მაგრამ უკან არ დაუხევია. მან შეასრულა მამასთან დადებული აღთქმა და ამით გამოავლინა ქრისტეს მსგავსი თვისება, რომელიც სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ - პატიოსნების თვისება. ის ერთგული დარჩა ღმერთის, თითოეული ჩვენგანისა და მისი ღვთაებრივი იდენტობის მიმართ.

პატიოსნება

იესო ქრისტე ჩვენი მაგალითია. პატიოსანი ცხოვრება მოითხოვს ჩვენგან ვიყოთ ღმერთის ერთგულნი, ასევე ერთმანეთის და ჩვენი ღვთაებრივი იდენტობის მიმართ. პატიოსნება მომდინარეობს პირველი დიდი მცნებიდან ღმერთის სიყვარულის შესახებ. რადგან ღმერთი გიყვართ, მის მიმართ ყოველთვის ერთგული ხართ. თქვენ გესმით, რომ არსებობს სწორი და არასწორი, და არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება - ღვთის ჭეშმარიტება. პატიოსნება ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვამცირებთ ჩვენს სტანდარტებს ან ქცევას სხვების მიერ შთაბეჭდილების მოხდენის ან მიღების მიზნით. „აკეთე კარგი, კეთილი საქმე“ და „შეხედე ნათელ მომავალს“. მისიონერულ სახელმძღვანელოში იქადაგე ჩემი სახარება ბოლოს შეტანილ ცვლილებებში გამოკვეთილად დაემატა პატიოსნება როგორც ქრისტეს მსგავსი თვისება.

რამდენიმე წლის წინ, უხუცეს უხტდორფს დაევალა ჩვენი პალოს რეორგანიზაცია. გასაუბრების დროს მან დამისვა შეკითხვა, რომელიც არ დამავიწყდება: „იყო თუ არა რაიმე თქვენს ცხოვრებაში, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევის შემთხვევაში შეგარცხვენდათ თქვენ ან ეკლესიას? გაოცებისგან, გონებაში მთელმა ცხოვრებამ უცბად თვალწინ გამირბინა, ვცდილობდი გამეხსენებინა ის მომენტები, როცა სამაგალითოდ არ ვიქცეოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, სხვებს რომ სცოდნოდათ ყველაფერი, რაც გამიკეთებია, რას იფიქრებდნენ ჩემზე ან ეკლესიის შესახებ.

იმ მომენტში მეგონა, რომ უხუცესი უხტდორფი მხოლოდ ღირსების შესახებ მეკითხებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ მისი შეკითხვა, სინამდვილეში, პატიოსნებას ეხებოდა. ვიყავი თუ არა იმის მიმართ ჭეშმარიტი, რასაც ვაცხადებდი? დაინახავს თუ არა მსოფლიო ჩემს სიტყვებსა და მოქმედებებს შორის თანმიმდევრულობას? დაინახავდნენ თუ არა სხვები ღმერთს ჩემს საქციელში?

პრეზიდენტი სპენსერ ვ. კიმბალი ასწავლიდა: „პატიოსნება“ არის ჩვენი „…სურვილი და უნარი ვიცხოვროთ ჩვენი რწმენითა და ვალდებულებებით“.

ღმერთის ერთგულნი

პატიოსანი ცხოვრება მოითხოვს ჩვენგან, უპირველეს ყოვლისა, ვიყოთ ღვთის ერთგულები.

ადრეული წლებიდან ვისწავლეთ დანიელის ამბავი ლომების ბუნაგში. დანიელი ყოველთვის ღმერთის ერთგული იყო. მისმა შურიანმა თანატოლებმა „საბაბს დაუწყეს ძებნა [მის წინააღმდეგ]“ და მოიფიქრეს განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა მხოლოდ მათი ღმერთებისთვის ლოცვას. დანიელმა იცოდა განკარგულების შესახებ, მაგრამ წავიდა სახლში და — „გაღებული სარკმლებით“—მუხლმოყრილი დღეში სამჯერ ლოცულობდა ისრაელის ღმერთის წინაშე. შედეგად, დანიელი ლომის ბუნაგში ჩააგდეს. გამთენიისას, მეფემ აღმოაჩინა, რომ დანიელის ღმერთმა გამოიხსნა იგი და გამოსცა ახალი განკარგულება - ყველანი უნდა „შიშობდნენ დანიელის ღმერთის წინაშე, რადგან ის არის ცოცხალი ღმერთი“.

მეფემ ღმერთი დანიელის პატიოსნებით შეიცნო. სხვები ღმერთს ჩვენი მეშვეობით ხედავენ - ჩვენს სიტყვებსა და საქმეში. დანიელის მსგავსად, ღვთისადმი ერთგულება სულ უფრო მეტად გამოგვარჩევს სამყაროსგან.

მაცხოვარი გვახსენებს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აგვიხსნა, რომ [სოფლის დაძლევა] „ნიშნავს გადალახო ცდუნება, არ იზრუნო ამქვეყნიურზე იმაზე მეტად, ვიდრე ღვთის საქმეებზე. ეს ნიშნავს, ადამიანთა ფილოსოფიაზე მეტად გწამდეს ქრისტეს მოძღვრება“. ჩვენც ასე უნდა გავუძლოთ ცდუნებას, ვიაროთ „საკუთარი გზით და მი[ვდევდეთ] საკუთარი ღმერთის ხატს, რომელიც არის ამქვეყნის“.

ამ სამყაროს წინააღმდეგობრივი მიზიდულობა ღვთის ხსნის გეგმის არსებითი ნაწილია. როგორ ვპასუხობთ მიზიდულობას, არის არსი იმისა, თუ რანი ვართ - ჩვენი პატიოსნების საზომია. ამქვეყნიური ცდუნება შეიძლება პირდაპირ იყოს მიმართული ქორწინების ერთგულების განადგურებაზე ან იყოს უფრო მზაკვრული, მაგალითად, ანონიმურად დატოვო კრიტიკული ცდუნება ეკლესიის მოძღვრებისა ან კულტურის შესახებ. ჩვენს არჩევანში პატიოსნების გამოვლენა არის შინაგანი ვალდებულების გარეგნული გამოხატულება - მივყვეთ მხსნელს, იესო ქრისტეს.

ერთგული სხვების მიმართ

ისევე, როგორც პატიოსნება მომდინარეობს პირველი დიდი მცნებიდან - გიყვარდეს ღმერთი, ერთმანეთისადმი ერთგულება მომდინარეობს მეორე მცნებიდან - გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი. პატიოსნად ცხოვრება არ არის სრულყოფილებით ცხოვრება; ეს არის ცხოვრება, რომელშიც ჩვენ ყოველ დღე ვცდილობთ ვიყოთ უპირველეს ყოვლისა ღმერთისადმი ერთგულნი და ამ შინაარსით ვიყოთ ერთგული სხვების მიმართ. პრეზიდენტი ოუქსი გვახსენებს: „ჩვენმა მონდომებამ - დავიცვათ მეორე მცნება, არ უნდა დაგვავიწყოს პირველი“.

მსოფლიო სულ უფრო მეტად ებრძვის პატიოსნებას, ქცევის კოდექსების ან ეთიკური წესების დაწესებით, რომლებიც მართავენ ადამიანებსა და დაწესებულებებს შორის ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები კარგია, ისინი ძირითადად არ ეფუძნება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და ვითარდება კულტურული მიმღებლობის საფუძველზე. უხუცეს უხტდორფის მიერ დასმული კითხვის მსგავსად, ზოგიერთი ორგანიზაცია წვრთნის თანამშრომლებს განიხილონ, როგორი იქნებოდა მათი გადაწყვეტილებები ან გადაწყვეტილების მიღების პროცესი, თუ ეს გამოქვეყნდებოდა ონლაინ ან მთავარი გაზეთის პირველ გვერდზე. როდესაც ეკლესია გამოდის ბუნდოვანებიდან და წყვდიადიდან, ჩვენ, დანიელის მსგავსად, უნდა ავმაღლდეთ ამქვეყნიურ მოლოდინებზე და გავხდეთ ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის სახე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს პატიოსნება, საკმარისი არ არის, თუ ჩვენი ქმედებები არ შეესაბამება ჩვენს სიტყვებს. ზუსტად ასე, ქრისტიანული სიკეთე არ არის პატიოსნების შემცვლელი. როგორც აღთქმული ხალხი და როგორც მისი ეკლესიის ხელმძღვანელები, ჩვენ უნდა ვიყოთ შეურაცხყოფის მიღმა და შევესაბამოდეთ დადგენილ სტანდარტებს.

პატიოსნებით მოქმედება აძლიერებს რწმენას და ნდობას და არწმუნებს სხვებს, რომ ჩვენ მხოლოდ უფლის ნების შესრულებას ვცდილობთ. ჩვენს საბჭოებში, ჩვენ ვეწინააღმდეგებით გარე გავლენებს და მივყვებით უფლის მიერ გამოცხადებულ პროცესს, ვეძიებთ რა შთაგონებას თითოეული ქალისა და მამაკაცისგან და ვმოქმედებთ მიღებული შთაგონებული რჩევის შესაბამისად.

ჩვენი ყურადღება მაცხოვრისკენ არის მიმართული და ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც შეიძლება განიხილოს, როგორც ჩვენი პირადი ინტერესებისთვის მსახურება, ჩვენი ოჯახის სასარგებლოდ ან სხვის ხარჯზე ვინმესთვის სარგებლის მომტანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი რამ, რამაც ჩვენს ქმედებებზე შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანთა პატივისცემის გამო, ეს იქნება: პირადი აღიარება, მეტი მოწონება, ჩვენი ნათქვამის ციტირება ან გამოქვეყნება.

ჩვენი ღვთაებრივი იდენტობის ერთგული

და ბოლოს, პატიოსანი ცხოვრება მოითხოვს, რომ ვიყოთ ჩვენი ღვთაებრივი იდენტობის ერთგულნი.

ჩვენ ვიცნობთ მათ, ვინც არ იყო ერთგული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტიქრისტე ყორიჰორს, რომელმაც მრავალი ადამიანის გული წაგვართვა და მიაბრუნა ისინი „ხორციელი ჭკუისკენ“. თუმცა, თავისი ცხოვრების ბოლო წუთებში მან აღიარა: „ყოველთვის ვიცოდი, რომ ღმერთი არსებობდა“. პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი ასწავლიდა, რომ ტყუილი „ეწინააღმდეგება ჩვენი სულის ბუნებას“, ჩვენს ღვთაებრივ იდენტობას. ყორიჰორმა თავი მოიტყუა და სიმართლე მასში არ იყო.

ამის საპირისპიროდ, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თავდაჯერებულად გამოაცხადა: „მე ვიცოდი ეს და ვიცოდი, რომ ღმერთმა იცოდა ეს და მე არ შემეძლო ამის უარყოფა“.

ჯოზეფის ძმა, ჰაირამი, უფალს უყვარდა „მისი გულის პატიოსნების გამო“. ის და ჯოზეფი ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ - ერთგულნი თავიანთი ღვთიური იდენტობის, სინათლისა და ცოდნის მიმართ, რომელიც მიიღეს, და ერთგულნი იმ პიროვნების მიმართ, ვინც იცოდნენ, რომ შეეძლოთ გამხდარიყვნენ.

დასასრული

მოდით შევურიგდეთ „ღვთის ნებას“ და განვავითაროთ ქრისტეს მაგვარი პატიოსნება. დაე, მივყვეთ ქვეყნიერების მხსნელის მაგალითს და არ დავიხიოთ უკან, არამედ ვიცხოვროთ ღმერთისადმი, ერთმანეთის და ჩვენი ღვთიური იდენტობის ერთგული ცხოვრებით.

როგორც იობმა თქვა: „ამწონოს მე მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება“. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა