გენერალური კონფერენცია
ეკლესიის აუდიტორული განყოფილების ანგარიში, 2023 წ.
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ეკლესიის აუდიტორული განყოფილების ანგარიში, 2023 წ.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ პრეზიდენტობას

ძვირფასო ძმებო: ვიხელმძღვანელებ გამოცხადებით, რომელიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები, ნაწილი 120, მეათედის განკარგვის საბჭო - რომელიც შედგება პირველი პრეზიდენტობის, თორმეტ მოციქულთა ქვორუმისა და თავმჯდომარე ეპისკოპოსობისგან - იძლევა ეკლესიის სახსრების გახარჯვის უფლებას . ეკლესიის დაწესებულებები ანაწილებენ თანხებს დამტკიცებული ბიუჯეტების, პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.

საეკლესიო აუდიტი, რომელიც შედგება უფლებამოსილი პროფესიონალებისგან და დამოუკიდებელია ეკლესიის ყველა სხვა დეპარტამენტისა თუ უწყებისგან, პასუხისმგებელია განახორციელოს აუდიტი, მიღებულ შენატანებთან, გაწეულ ხარჯებთან და ეკლესიის აქტივების დაცვასთან დაკავშირებით გონივრული გარანტიის გაცემის მიზნით.

შესრულებული აუდიტის საფუძველზე, ეკლესიის აუდიტი მიიჩნევს, რომ ყველა მატერიალური თვალსაზრისით, მიღებული შენატანები, გაწეული ხარჯები და ეკლესიის აქტივები 2023 წლისთვის აღირიცხა და გამოყენებულ იქნა ეკლესიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის, სააღრიცხვო პრაქტიკის და პოლიტიკის შესაბამისად. ეკლესია მიჰყვება პრაქტიკას, რომელიც ასწავლის თავის წევრებს ბიუჯეტის ფარგლებში ცხოვრებას, ვალების თავიდან აცილებას და დანაზოგის გაკეთებას გასაჭირის დროისთვის.

თქვენდამი პატივისცემით,

ეკლესიის აუდიტის დეპარტამენტი

ჯერედ ბ. ლარსონი

მმართველი დირექტორი

ამობეჭდვა