გენერალური კონფერენცია
ჩვენი გამოსყიდვის სიხარული
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩვენი გამოსყიდვის სიხარული

იესო ქრისტეს სიყვარულსა და ძალას შეუძლია გვიხსნას შეცდომებისგან, სისუსტეებისგან და ცოდვებისგან და დაგვეხმაროს გავხდეთ იმაზე მეტი, რაც ვართ.

დაახლოებით 10 წლის წინ, მე მქონდა მინიშნება, მხსნელის პორტრეტი დამეხატა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ვარ, ეს მაინც რთული მეჩვენებოდა. როგორ შემეძლო მე დამეხატა პორტრეტი, რომელიც იესო ქრისტეს სულის გადმოცემას შეძლებდა? საიდან უნდა დამეწყო? ან დრო სად უნდა მომენახა?

ჩემი კითხვების მიუხედავად, მე გადავწყვიტე, დამეხატა და მივნდობოდი უფალს, რომ ის შემეწეოდა. და რომ მე უნდა უბრალოდ დამეწყო ეს საქმე, შესაძლებლობები კი მისთვის მიმენდო. მე ვლოცულობდი, ვფიქრობდი, ვიკვლევდი და მონახაზებს ვაკეთებდი. დალოცვაც მივიღე - საჭირო რესურსები და დახმარება. ასე რომ ის, რაც თეთრი ტილო იყო, უფრო მეტად გადაიქცა.

გამოსახულება
მხსნელის სურათი მუშაობის პროცესში.

პროცესი იოლი არ ყოფილა. ზოგჯერ ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ვიმედოვნებდი. ზოგჯერ მქონდა შთაგონებული შტრიხებისა და იდეების მომენტები. და ბევრჯერ მომიწია თავიდან დაწყება, მცდელობას მცდელობა მოსდევდა.

როდესაც ჩავთვალე, რომ ზეთით შესრულებული ნაწილი დასრულებული და მშრალი იყო, დავიწყე გამჭვირვალე დამცავი ლაქის წასმა, რათა სურათი ჭუჭყისა და მტვრისგან დამეცვა. როცა წავუსვი, დავინახე, რომ ნახატზე თმა შეიცვალა, გაიდღაბნა და საღებავმა გახსნა დაიწყო. მალევე მივხვდი, რომ ლაქი ზედმეტად ადრე წავუსვი, რომ სურათის ნაწილი ჯერ ისევ სველი იყო!

რასაც ჰქვია, წავშალე ჩემი ნახატის ნაწილი ამ ლაქის გამოყენებით. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჩამწყდა გული. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გავანადგურე ის, რის გაკეთებაშიც ღმერთი დამეხმარა. ვტიროდი და შინაგანად თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. სასოწარკვეთილმა გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი ადამიანი ჩვეულებრივ გააკეთებდა მსგავს სიტუაციაში — დავურეკე დედას. მან გონივრულად და წყნარად მითხრა, „შენ იმას ვეღარ დააბრუნებ რაც გქონდა, მაგრამ გააკეთე მაქსიმუმი იმით, რაც ახლა გაქვს“.

გამოსახულება
მხსნელის დასრულებული პორტრეტი.

And I Partook (და მე მივიღე), ქრისტინ მ. ი

ასე რომ ვილოცე, ვევედრებოდი დახმარებას და მთელი ღამე ვხატავდი, რომ შეცდომა გამომესწორებინა. მახსოვს, ვუყურებდი ნახატს დილით — ის უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მანამდე. როგორ მოხდა ეს? ის, რაც გამოუსწორებელი შეცდომა მეგონა, აღმოჩნდა შესაძლებლობა, გამოვლინებულიყო მისი მოწყალე ხელი. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული ჩანაფიქრი არც ნახატთან და არც ჩემთან დაკავშირებით. დიდი სიხარულითა და შვებით აივსო ჩემი გული. მე ვადიდებდი უფალს ამ წყალობისთვის, სასწაულისთვის, რომელმაც არამხოლოდ გადაარჩინა ნახატი, არამედ მასწავლა მეტი, უფლის სიყვარულისა და ძალის შესახებ, რომელსაც შეუძლია თითოეული ჩვენგანის გადარჩენა ჩვენივე შეცდომებისგან, სისუსტეებისგან და ცოდვებისგან, რათა იმაზე მეტი გავხდეთ, რანიც ვართ.

ზუსტად ისე, როგორც მხსნელის მიმართ ჩემი მადლიერება გაიზარდა, როდესაც ის მოწყალედ მეხმარებოდა თითქოსდა „გამოუსწორებელი“ შეცდომის გამოსწორებაში, ასევე გაძლიერდა ჩემი პიროვნული სიყვარული და მადლიერება მხსნელის მიმართ, როცა მსურდა მასთან მუშაობა ჩემს სისუსტეებზე და შეცდომების პატიებასთან დაკავშირებით. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ჩემი მხსნელისა, რომ შემიძლია შევიცვალო და განვიწმინდო. მან ჩემი გული დაიპყრო და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც მას სურს და გავხდები ის, რაც მას უნდა.

მონანიება საშუალებას გვაძლევს, ვიგრძნოთ ღმერთის სიყვარული და შევიცნოთ ის და შევიყვაროთ ისეთნაირად, როგორც სხვაგვარად ვერასდროს შევიყვარებდით. ქალზე, რომელმაც მხსნელს ფეხებზე ზეთი სცხო, მან თქვა: „მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს“. მას დიდად უყვარდა იესო, რამეთუ იესომ მრავალი ცოდვა მიუტევა.

შვებისმომგვრელი და იმედისმომცემია იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია ისევ ვცადოთ — რომ როგორც უხუცესმა ბედნარმა გვასწავლა, შესაძლებელია, გამუდმებით მოგვეტევოს ცოდვები სულიწმინდის განმწმენდი ძალის საშუალებით, თუკი ჭეშმარიტად და გულწრფელად მოვინანიებთ.

იესო ქრისტეს გამომსყიდველი ძალა ჩვენი აღთქმების ერთ-ერთი უდიდესი დაპირებული კურთხევაა. იფიქრეთ ამის შესახებ, როდესაც წმინდა წეს-ჩვეულებაში მიიღებთ მონაწილეობას. ამის გარეშე, ვერ დავბრუნდებით ზეცაში მამისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

მე ვიცი, რომ ჩვენს უფალსა და მხსნელს, იესო ქრისტეს, აქვს ხსნის ძალა. როგორც ღვთის ძემ, რომელიც შეეწირა ამ ქვეყნის ცოდვებს და რომელმაც სიცოცხლე შესწირა და კვლავ მიიღო ის, ის ფლობს გამოსყიდვისა და აღდგომის ძალას. მან უკვდავება შესაძლებელი გახადა ყველასთვის, მარადიული სიცოცხლე კი მათთვის, ვინც ის აირჩია. მე ვიცი, რომ მისი გამომსყიდველი მსხვერპლის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, მოვინანიოთ და ჭეშმარიტად განვიწმინდოთ და ვიყოთ გამოსყიდულნი. სასწაულია, რომ მას თქვენ და მე ასე ვუყვარვართ.

მან თქვა, „ნუთუ არ მობრუნდებით და არ მოინანიებთ თქვენს ცოდვებს და არ მოიქცევით, რათა შევძლო თქვენი განკურნება?“ მას შეუძლია განკურნოს თქვენი სულის ყველა „ნანგრევი“ — ადგილები, რომლებიც ცოდვისა და მწუხარების გამო გამოშრა, გაუხეშდა და დაცარიელდა და „ედემივით აქცევს [თქვენს] უდაბნოს“.

ისევე, როგორც ვერ გავიგებთ ქრისტეს ტანჯვის სიღრმესა და აგონიას გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე, ასევე ჩვენ „ვერ გავზომავთ [მისი] ღვთიური მიტევების“ მოწყალებისა და სიყვარულის საზღვრებსა და სიღრმეს.

ხანდახან შეიძლება იგრძნოთ, რომ გამოსყიდვა შეუძლებელია, რომ იქნებ, თქვენ ღვთის სიყვარულისა და მხსნელის გამომსყიდველი ძალის გამონაკლისი ხართ, იმ პრობლემების გამო, რომლებსაც უპირისპირდებით და ასევე იმის გამო, რაც ჩადენილი გაქვთ. მაგრამ მე ვმოწმობ, რომ თქვენ არ ხართ შემოქმედის წვდომის მიღმა. მხსნელი „დამდაბლდა ყოველივეზე დაბლა“ და არის ღვთიურ მდგომარეობაში, რათა აგამაღლოთ და გამოგიხსნათ ყველაზე ბნელი უფსკრულიდან და მოგიყვანოთ თავისი „საკვირველი ნათლისკენ“. საკუთარი ტანჯვის მეშვეობით მან თითოეულ ჩვენგანს მისცა გზა, გადავლახოთ ჩვენი პირადი სისუსტეები და ცოდვები. „მას სრული ძალა შესწევს გადაარჩინოს ყოველი ადამიანი, რომელსაც სწამს მისი სახელი და მოაქვს მონანიებისთვის შესაფერისი ნაყოფი.

სწორედ ისევე, როგორც ნახატის გადასარჩენად საჭირო იყო მუშაობა და ზეციური დახმარების შეთხოვნა, „მონანიებისთვის შესაფერისი ნაყოფი[ს]“ მოტანას ასევე სჭირდება შრომა, წრფელი გული და თავმდაბლობა. ეს ნაყოფი გულისხმობს მორწმუნეობასა და იესო ქრისტესა და მის მიერ გამომსყიდველი მსხვერპლის მიმართ ნდობას, ღმერთისთვის მოდრეკილი გულისა და მომნანიებელი სულის შეთავაზებას, ცოდვის აღიარებასა და მიტოვებას, რაც დაზიანდა იმის აღდგენას იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია, და სწრაფვას მართალი ცხოვრებისაკენ.

იმისთვის, რომ ჭეშმარიტად მოვინანიოთ და შევიცვალოთ, ჩვენ თავდაპირველად უნდა „დავრწმუნდ[ე]თ ჩვენს ცოდვებში“. ადამიანი ვერ ხედავს წამლის მიღების საჭიროებას იქამდე, ვიდრე არ გაიგებს, რომ ავად არის. შეიძლება, დროდადრო არ გვინდოდეს საკუთარ თავში ჩახედვა და იმის დანახვა, რასაც შეკეთება და მკურნალობა სჭირდება.

კ.ს. ლუისის თხზულებებში, ასლანი ერთ კაცს, რომელიც თავისსავე ხაფანგებშია გახლართული სამ შეკითხვას უსვამს: „ოჰ, [კაცობრიობა], როგორ მოხერხებულად იცავთ თავს იმ ყველაფრისგან, რასაც თქვენთვის სიკეთის მოტანა შეუძლია“!

როგორ შეიძლება თქვენ და მე თავს ვიცავდეთ იმისგან, რაც ჩვენთვის სასიკეთოა?

მოდი, ნუ დავიცავთ თავს იმ სიკეთისგან, რომლითაც უფალი გვაკურთხებს. იმ სიყვარულისა და წყალობისგან, რომელიც უფალს სურს, რომ ვიგრძნოთ. იმ ნათლისა და ცოდნისაგან, რომელიც მას სურს, რომ მოგვცეს. მკურნალობისგან, რომელიც მან იცის, რომ ასე სასოწარკვეთილად გვჭირდება. უფრო ღრმა აღთქმისეული კავშირიდან, რომელიც მას განზრახული აქვს ყველა თავისი ძისა და ასულისთვის.

მე ვლოცულობ, რომ გადავდოთ ნებისმიერი „საომარი იარაღი“, რომელიც ჩვენ ცნობიერად ან გაუცნობიერებლად აგვიღია, ღვთის სიყვარულის კურთხევებისგან საკუთარი თავის დასაცავად. სიამაყის, ეგოიზმის, შიშის, სიძულვილის, შეურაცხყოფის, თვითკმაყოფილების, უსამართლო განსჯისა და ეჭვიანობის იარაღი– ნებისმიერი რამ, რაც ხელს შეუშლიდა უფლის სიყვარულს მთელი ჩვენი გულით და ყველა ჩვენ მიერ უფალთან დადებული აღთქმის დაცვას.

როცა აღთქმებს ვიცავთ, უფალს შეუძლია, დაგვეხმაროს და მოგვცეს ძალა, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ ვაღიაროთ და გადავლახოთ ჩვენი სისუსტეები, მათ შორის, სულიერი პარაზიტი - ამპარტავნება. ჩვენმა წინასწარმეტყველმა თქვა:

„ყოველდღიური მონანიება სისუფთავისკენ მიმავალი ბილიკია, სისუფთავეს კი ძალა მოაქვს“.

„ო, როგორ დაგვჭირდება უფლის ძალა შემდგომ დღეებში“.

როგორც ჩემი ნახატის შემთხვევაში, უფალი არ ასრულებს ჩვენთან ურთიერთობას, როდესაც შეცდომას ვუშვებთ და არც გარბის ჩვენგან, როდესაც ფეხი წაგვიცდება. ჩვენი მკურნალობისა და დახმარების საჭიროება არ არის ტვირთი მისთვის, არამედ მისი მოსვლის თვითმიზანია. თავად მხსნელმა თქვა:

„აჰა, მე მოვედი ამქვეყნად, რათა მოვუტანო ქვეყანას გამოსყიდვა და გადავარჩინო ქვეყანა ცოდვისგან“.

„აჰა, ჩემი მოწყალე ხელი გამოწვდილია თქვენკენ და რომელიც მოვა – მივიღებ; და კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც ჩემთან მოდიან.“

მაშ მოდით — მოდით თქვენ, მაშვრალნო, ძალაგამოცლილნო და სევდიანნო, მოდით, მიატოვეთ შრომა და მოისვენეთ მასთან, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხართ. დაიდეთ მისი უღელი, რადგან უფალი მშვიდი და გულით მდაბალია.

ჩვენი ზეციერი მამა და მხსნელი გხედავენ თქვენ. მათ იციან თქვენი გული. მათ აღელვებთ ის, რაც თქვენ გაღელვებთ, მათ შორის, მათ, ვინც გიყვართ.

მხსნელს შეუძლია გამოსყიდვა იმისა, რაც დაკარგულია, მათ შორის, ოჯახთან და ჩვენ საყვარელ ადამიანებთან გატეხილი და გაბზარული ურთიერთობები. მან გზა გაუკვალა ყველა დაცემულს გამოსასყიდად — მკვდართ და უიმედოთ შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა.

თუ ისეთ სიტუაციას უპირისპირდებით, რომლისთვისაც, თქვენი აზრით, თავი აქამდე უნდა გაგერთმიათ, ნუ დანებდებით. იყავით მომთმენი საკუთარ თავთან, დაიცავით თქვენი აღთქმები, ხშირად მოინანიეთ, თქვენს ხელმძღვანელებისგან ეძიეთ დახმარება, თუ საჭიროა და რაც შეიძლება ხშირად უფლის სახლში იარეთ. ყური დაუგდეთ და გაითვალისწინეთ მის მიერ გამოგზავნილი მინიშნებები. ის არ მიატოვებს აღთქმისეულ ურთიერთობას თქვენთან.

ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მძიმე და რთული ურთიერთობები, რომლებთანაც მე ბრძოლა მიხდებოდა და გულწრფელად ვცდილობდი გაუმჯობესებას. ხანდახან ვგრძნობდი, რომ უფრო ხშირად ვმარცხდებოდი, ვიდრე ვიმარჯვებდი. ვფიქრობდი: „განა ეს ადრე არ გამოვასწორე? ნუთუ ბოლომდე ვერ დავძლიე ჩემი სისუსტე“? დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ ეს არ არის მაინცდამაინც ჩემი ნაკლი; უბრალოდ, ხანდახან უფრო მეტი რამ არის, რაზედაც მუშაობა გვჭირდება და მკურნალობაც უფრო მეტია საჭირო.

უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი ასწავლიდა: „რა თქმა უნდა, უფალი უღიმის მას, ვისაც სურს, რომ სამსჯავროზე ღირსეულად წარსდგეს, ვინც დღითიდღე დაუღალავად შრომობს სისუსტეთა სიძლიერით შესაცვლელად. ჭეშმარიტმა მონანიებამ, ნამდვილმა ცვლილებამ შეიძლება მოითხოვოს განმეორებითი მცდელობები, მაგრამ ამ მისწრაფებაში არის რაღაც გამწმენდი და წმინდა. ღვთიური მიტევება და განკურნება ასეთ სულთან სრულიად ბუნებრივად მიდის“.

ყოველი დღე, იესო ქრისტეს გამო, არის ახალი დღე, სავსე იმედითა და შესაძლებლობებით. ყოველ დღე მე და თქვენ ვიგებთ, როგორც დედა ევამ განაცხადა, „ჩვენი გამოსყიდვის სიხარულს“, გამთლიანების სიხარულს და ღმერთის უღალატო სიყვარულს ჩვენ მიმართ.

მე ვმოწმობ, რომ ჩვენს ზეციერ მამასა და მხსნელს უყვარხართ. იესო ქრისტე არის მხსნელი და გამომსყიდველი კაცობრიობისა. იგი ცოცხალია. მისი გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილები სამუდამოდ დაიმსხვრა, რათა ვყოფილიყავით თავისუფალნი ჩვენს განკურნების, გამოსყიდვისა და საყვარელ ადამიანთან ცხოვრების არჩევანში. მე ვმოწმობ ყოველივე ამაზე იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ მათე 19:26.

  2. „როგორც კი ღმერთთან აღთქმას ვდებთ, ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ნეიტრალურ პოზიციას. ღმერთი არ იტყვის უარს ურთიერთობაზე მათთან, ვინც მასთან ასეთი კავშირი შექმნა. ყველას, ვინც ღმერთთან აღთქმა დადო, განსაკუთრებულ სიყვარულსა და წყალობაზე აქვს წვდომა. ებრაულ ენაზე, აღთქმისეულ სიყვარულს ჰქვია ჰესედი (חֶסֶד)” (Russell M. Nelson, “The Everlasting Covenant,” Liahona, Oct. 2022, 5).

  3. „როცა მე და თქვენ ასევე დავდგებით ამ გზაზე, ჩვენ ახალი ცხოვრებით ვიცხოვრებთ. მაშასადამე, ჩვენ ვქმნით ისეთ ურთიერთობას ღმერთთან, რომელიც ნებას რთავს მას, დაგვლოცოს და შეგვცვალოს. აღთქმის გზას მივყავართ უკან ღმერთთან. თუ ცხოვრებაში ღმერთს მივანდობთ პირველობას, ეს აღთქმა უფრო და უფრო ახლოს მიგვიყვანს მასთან. ყველა აღთქმის არსი ორმხრივი ვალდებულებაა. ისინი მარადიულ კავშირებს ქმნიან“ (რასელ მ. ნელსონი, “მარადიული აღთქმა,” 5).

  4. იხილეთ ალმა 26:35–36.

  5. იხილეთ ალმა 22:18: „დავთმობ ყველა ცოდვას, რათა შეგიცნო“.

  6. ლუკა 7:47; ასევე იხილეთ მუხლები 37–50.

  7. ზიარების შესახებ უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა თქვა:

    „როცა შეგნებულად ვემზადებით და მონაწილეობას ვიღებთ ამ წმინდა წეს-ჩვეულებაში, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მაშინ ჩვენია დაპირება, რომ სულიწმინდა ყოველთვის იქნება ჩვენთან. და სულიწმინდის, როგორც ჩვენი მარადიული თანამგზავრის, განწმენდის ძალით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ ცოდვათა მიტევება“ (“Always Retain a Remission of Your Sins,” Liahona, May 2016, 61–62).

    „მხსნელთან მისვლისა და სულიერი აღორძინების პროცესში, სულიწმინდის განწმენდი ძალის მიღება ჩვენს ცხოვრებაში, ქმნის ჩვენი სულის ცოდვისაგან განუწყვეტელი განწმენდის შესაძლებლობას.“ ეს სასიხარულო დალოცვა აუცილებელია, რადგან „არაფერი უწმინდური არ შეიძლება ცხოვრობდეს ღვთის გვერდით“ [1 ნეფი 10:21]” (“Always Retain a Remission of Your Sins,” 61).

    დეავიდ ა. ბედნარმა გვასწავლა 2003 წლის მისიის ხელმძღვანელების სემინარზე: „და სულიწმინდის, როგორც ჩვენი მარადიული თანამგზავრის, გან[მ]წმენდი ძალით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ ცოდვათა მიტევება. ამგვარად, იესო ქრისტეს სახარება გვაძლევს მეორე, მესამე, მეოთხე და უსასრულო შესაძლებლობებს, შევინარჩუნოთ ჩვენი ცოდვების მიტევება“ (in Rachel Sterzer Gibson, “Teach to Build Faith in Jesus Christ, Elder Bednar Instructs,” Church News, June 23, 2023, thechurchnews.com).

  8. „წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმიტმა მოკლედ შეაჯამა მღვდლობის წეს-ჩვეულებების არსებითი როლი იესო ქრისტეს სახარებაში: „ხელახლა დაბადება მოდის ღვთის სულით წეს-ჩვეულებების მეშვეობით“ [Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 95]. ეს გამჭოლი განცხადება ხაზს უსვამს როგორც სულიწმინდის, ისე წმინდა წეს-ჩვეულებების როლს სულიერი აღორძინების პროცესში. …

    „„წმინდა წესჩვეულებები ცენტრალურია მაცხოვრის სახარებაში და მასთან მისვლისა და სულიერი აღორძინების ძიების პროცესში. …

    „უფლის აღდგენილ ეკლესიაში მიღებული გადარჩენისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები გაცილებით მეტია, ვიდრე რიტუალები ან სიმბოლური ქმედებები. პირიქით, ისინი ქმნიან უფლებამოსილ არხებს, რომელთა მეშვეობითაც ზეციურ კურთხევებსა და ძალებს შეუძლიათ შემოსვლა ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში. …

    „პატიოსნებით მიღებული და პატივისცემით დაცული წეს-ჩვეულებები აუცილებელია ღვთისმოსაობის ძალისა და ყველა კურთხევის მოსაპოვებლად“ (David A. Bednar, “Always Retain a Remission of Your Sins,” 59–60).

  9. იხ. იოანე 10:17-18; 3 ნეფი 9:22.

  10. იხილეთ ჯოზეფ სმითის თარგმანი, იოანე 1:16; იაკობი 6:9; მოსე 1:39.

  11. იხილეთ ალმა 12:33–34.

  12. იხილეთ იოანე 3:16.

  13. 3 ნეფი 9:13.

  14. „გევედრებით მოხვიდეთ მასთან, რათა მან შეძლოს თქვენი განკურნება … ცოდვებისაგან, თუკი მოინანიებთ. იგი განგკურნავთ მწუხარებისაგან და შიშისგან. იგი განგკურნავთ ამაქვეყნის ჭრილობებისგან“ (რასელ მ. ნელსონი, (Russell M. Nelson, “პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა,” Liahona, May 2023, 127).

  15. ესაია 51:3; იხ. აგრეთვე ესაია 58:10–12; ეზეკიელი 36:33–36.

  16. იხილეთ ჯეიმს ე. ტალმაჯი Jesus the Christ (1916), 265–65.

  17. იხილეთ რასელ მ. ნელსონი “The Everlasting Covenant 9მარადიული აღთქმა),” 5–7; ასევე იხილეთ სქოლიო 2 და 3 ამ გზავნილში.

  18. მოძღვრება და აღთქმები 88:6; იხილეთ ასევე მოძღვრება და აღთქმები 122:7–9.

  19. 1 პეტრე 2:9; იხილეთ ასევე ალმა 26:16–17.

  20. ალმა 12:15.

  21. იხილეთ ალმა 34:17.

  22. იხილეთ 2 კორინთელთ 7:10; 3 ნეფი 9:15–22.

  23. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 58:43; 64:7.

  24. იხილეთ მოსე 27:32–37; ალმა 26:30.

  25. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 1:32.

  26. იხილეთ ალმა 24:8–10.

  27. იხილეთ რობერტ ლ. მილერი, Becoming New: A Doctrinal Commentary on the Writings of Paul (2022), 26.

  28. კ.ს. ლუისი, The Magician’s Nephew (1955), 185.

  29. იხილეთ მოსე 4:6–9.

  30. იხილეთ ალმა 12:9–10; 26:22; 3 ნეფი 26:9.

  31. „აღთქმის გზა მთლიანად უკავშირდება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან“ (რასელ მ. ნელსონი “The Everlasting Covenant (მარადიული აღთქმა),” 11; ასევე იხილეთ სქოლიო 2 და 3 ამ გზავნილში).

  32. იხილეთ ალმა 24:17–19.

  33. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 67–10.

  34. იხილეთ იაკობი 4:13. „ისინი, ვინც არ ხედავენ თავიანთ სისუსტეებს, არ ექნებათ წინსვლა. თქვენი სისუსტეების გაცნობიერება კურთხევაა, რადგან ის გეხმარებათ იყოთ თავმდაბალი და გიბიძგებთ მხსნელისკენ მიბრუნებაში. სულიწმინდა არა მხოლოდ განუგეშებთ, არამედ ის ასევე არის შუამავალი, რომლითაც გამოსყიდვა ცვლის თქვენს ბუნებას. Then weak things become strong” (Henry B. Eyring, “My Peace I Leave with You,” Liahona, May 2017, 16).

  35. რასელ მ. ნელსონი, “We Can Do Better and Be Better,” Liahona, მაისი 2019, 68.

  36. „ყოველივე, რაც ტაძარში ისწავლება, მითითებებისა და სულიწმინდის მეშვეობით, ზრდის ჩვენ მიერ იესო ქრისტეს შეცნობას. მისი აუცილებელი წეს-ჩვეულებები, მღვდლობის წმინდა აღთქმების მეშვეობით, შეგვკვრავს უფალთან. ასე რომ, თუ ვიცავთ აღთქმებს, იგი გვიბოძებს თავის მკურნალ, გამაძლიერებელ ძალას. ო, როგორ დაგვჭირდება მისი ძალა მომავალში“ (რასელ მ. ნელსონი, “The Temple and Your Spiritual Foundation [ტაძარი და თქვენი სულიერი საძირკველი],” ლიახონა, ნოემბერი, 2021, 93–94).

  37. 3 ნეფი 9:21.

  38. 3 ნეფი 9:14.

  39. იხილეთ ერიკ დიუარი, „Come Find His Rest” (სიმღერა; 2024); აგრეთვე იხილეთ მათე 11:28–30.

  40. იხ. მეორე რჯული 30:20; იოანე 11:25; ეფერი 3:14; მოძღვრება და აღთქმები 88:6, 13.

  41. „ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, აი, ჩემი დაპირება. არაფერი დაგეხმარებათ რკინის მოაჯირზე მტკიცედ ჩაჭიდებაში იმაზე მეტად ვიდრე ტაძარში რაც შეიძლება ხშირად ღვთის თაყვანისცემა. არაფერი დაგიცავთ ამაზე მეტად როცა სამყაროს ბნელეთის ბურუსის წინაშე აღმოჩნდებით. არაფერი გააძლიერებს თქვენს დამოწმებას უფალი იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ ან დაგეხმარებათ ღვთის დიდებული გეგმის წვდომაში ამაზე მეტად. არაფერი დაგიამებთ სულს ამაზე მეტად ტკივილის დროს. არაფერი არ გახსნის ამაზე მეტად ზეცას. არაფერი!“ (რასელ მ. ნელსონი, “Rejoice in the Gift of Priesthood Keys [გაიხარეთ მღვდლობის გასაღებების ძღვენით],” ლიახონა, მაისი, 2024, 122).

  42. იხ. რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, 5.

  43. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, “The Answer Is Always Jesus (პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა),” 127; ასევე იხილეთ სქოლიო 14.

  44. დ. ტოდ კრისტოფერსენი, “The Divine Gift of Repentance,” „Liahona“, ნოემბერი, 2011, 39.

  45. მოსე 5:11.

  46. იხილეთ 2 ნეფი 2:26-28.