გენერალური კონფერენცია
მიიღეთ მონანიების ძღვენი
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მიიღეთ უფლის მონანიების ძღვენი

მოდით, ნუ დაველოდებით, ვიდრე ყველაფერი გართულდება, რომ ღმერთს მივუბრუნდეთ. მოდით, ნუ დავიცდით სიცოცხლის ბოლომდე, რომ მოვინანიოთ.

მე ვმოწმობ კეთილ და მოსიყვარულე ზეციერ მამაზე. 2019 წლის აპრილის გენერალურ კონფერენციაზე, რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც სამოცდაათთა ქვორუმის გენერალური ხელმძღანელის წოდებაზე დამიჭირეს მხარი, გუნდმა შეასრულა „რა ამაღლებული ვარ“, რაც გულსა და სულში ჩამწვდა.

იესო ზეციდან მოგვევლინა მხსნელად

და მოვიდა ამ ქვეყნად ჩემს გადასარჩენად,

მისმა სიყვარულმა მომიტანა შვება,

დამიფარა ცოდვისგან, ამაცილა ვნება.

გაოგნებული ვიყავი, ეს სიტყვები რომ გავიგონე. ვგრძნობდი, რომ მიუხედავად ჩემი არაადეკვატურობისა და ნაკლოვანებებისა, უფალმა მაკურთხა ცოდნით, რომ „მისი ძალით შემიძლია ყველაფრის გაკეთება“.

ზოგადად არაადეკვატურობის, სისუსტის ან თუნდაც უღირსობის განცდა არის ის, რასაც ბევრი ჩვენგანი ზოგჯერ ებრძვის. მე დღემდე ვებრძვი ამას; ეს ჩემი მოხმობის დღეს ვიგრძენი. მე ეს არაერთხელ ვიგრძენი და ახლაც ვგრძნობ ამას, როცა თქვენ გესაუბრებით. თუმცა შევიტყვე, რომ მარტო მე არ მაწუხებს ეს გრძნობები. წმინდა წერილებშიც ბევრი ცნობაა მათ შესახებ, ვინც, როგორც ჩანს, მსგავს გრძნობებს განიცდიდა. მაგალითად, გვახსოვს ნეფი, როგორც უფლის ერთგული და მამაცი მსახური. ზოგჯერ ისიც კი ებრძოდა უღირსობის, სისუსტისა და არაადეკვატურობის გრძნობებს.

„მაგრამ“, - თქვა მან, ”მიუხედავად უფლის დიდი სიკეთისა, დამანახა რა, თავისი დიადი და საოცარი საქმენი, გული შემძახის, რა უბადრუკი ადამიანი ვარ! დიახ, გული ჩემი დაღონებულია ჩემი ხორცის გამო; სული ჩემი წუხს ჩემი ურჯულოებისგან“.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითიც ამბობდა, რომ ახალგაზრდობაში ხშირად გრძნობდა თავს „განკიცხულად“ [თავისი] სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გამო“. მაგრამ ჯოზეფის არაადეკვატურობისა და წუხილის გრძნობა იყო ნაწილი იმისა, რამაც აიძულა იგი დაფიქრებულიყო, ეკვლია, ესწავლა და ელოცა. შეიძლება გახსოვდეთ, ის წავიდა სალოცავად თავის სახლთან ახლოს მდებარე კორომში, რათა ჭეშმარიტება, სიმშვიდე და პატიება ეპოვა. მან გაიგონა, როგორ უთხრა უფალმა მას: „ჯოზეფ, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. წადი შენს გზაზე, იარე ჩემი წესებით და დაიცავი ჩემი მცნებები. აჰა, მე ვარ დიდების უფალი. მე ჯვარს მაცვეს სამყაროსთვის, რათა ყველას, ვისაც სწამს ჩემი სახელი, მარადიული სიცოცხლე ჰქონოდა“.

ჯოზეფის გულწრფელი სურვილი, მოენანიებინა და ეძია თავისი სულის ხსნა, დაეხმარა მას იესო ქრისტესთან მისვლასა და ცოდვების მიტევების მიღებაში. ამ უწყეტმა მცდელობამ გაუღო კარი იესო ქრისტეს სახარების უწყვეტ აღდგენას უკანასკნელ დღეებში.

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის ეს შესანიშნავი გამოცდილება გვიჩვენებს, თუ როგორ დაგვეხმარება სისუსტისა და არაადეკვატურობის გრძნობა ჩვენი დაცემული ბუნების ამოცნობაში. თუ მორჩილებას გამოვიჩენთ ეს დაგვეხმარება გავიგოთ ჩვენი დამოკიდებულება იესო ქრისტეზე და ჩვენს გულებში აღიძრება გულწრფელი სურვილი, მივუბრუნდეთ მხსნელს და ჩვენი ცოდვები მოვინანიოთ.

მეგობრებო, მონანიება სიხარულია! ტკბილი მონანიება ყოველდღიური პროცესის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც, „სტრიქონს სტრიქონზე, სწავლებას სწავლებაზე“, უფალი გვასწავლის ვიცხოვროთ მის სწავლებებზე ორიენტირებული ცხოვრებით. ჯოზეფისა და ნეფის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია „[შევღაღადოთ ღმერთს] წყალობისათვის; რადგან მას აქვს ხსნის ძალა.“ მას შეუძლია, შეასრულოს ნებისმიერი მართალი სურვილი ან ლტოლვა და განკურნოს ნებისმიერი ჭრილობა ჩვენს ცხოვრებაში.

„მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ“, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ უამრავი ჩანაწერი იმ პირთა შესახებ, ვინც შეიტყო, როგორ მივიდეს ქრისტესთან გულწრფელი მონანიების მეშვეობით.

მსურს გაგიზიაროთ უფლის სათუთი წყალების მაგალითი, რომელიც მოხდა ჩემს საყვარელ მშობლიურ კუნძულ პუერტო რიკოზე.

ჩემს მშობლიურ ქალაქში, პონსში, სამაგალითო დამ ეკლესიიდან, სელია კრუზ აიალამ, გადაწყვიტა, მორმონის წიგნი მეგობრისთვის გადაეცა. მან წიგნი შეახვია და წავიდა ამ საჩუქრის გადასაცემად, რომელიც მისთვის ბრილიანტსა და ლალის თვალზე უფრო ძვირფასი იყო. გზად მას ქურდი მიუახლოვდა, მის ჩანთას დასტაცა ხელი და ამ განსაკუთრებული საჩუქრიანად გაიქცა.

როდესაც მან ეს ამბავი ეკლესიაში მოჰყვა, მისმა მეგობარმა თქვა: „ვინ იცის? იქნებ ეს იყო სახარების გაზიარების შენი შესაძლებლობა!”

იცით, რა მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ? სელიამ წერილი მიიღო. მე ეს წერილი, სელიამ რომ გამიზიარა, დღეს თან მაქვს. იქ წერია:

„ქალბატონო კრუზ,

„მაპატიეთ, მაპატიეთ. თქვენ ვერასდროს გაიგებთ, როგორ ვწუხვარ თქვენზე თავდასხმის გამო. მაგრამ ამის გამო ჩემი ცხოვრება შეიცვალა და კიდევ შეიცვლება.

ეს წიგნი [მორმონის წიგნი] დამეხმარა ცხოვრებაში. იმ ღვთის კაცის ოცნებამ მე შემაჯანჯღარა. … მე გიბრუნებთ 5 დოლარს, რადგან მას ვერ დავხარჯავ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ბრწყინავდით. ამ ბრწყინვალებამ მე შემაჩერა (თქვენთვის ზიანის მოყენებისგან] და მე გავიქეცი.

„მინდა იცოდეთ, რომ ისევ მნახავთ, მაგრამ როცა მნახავთ, ვერ მიცნობთ, რადგან თქვენი ძმა ვიქნები. … აქ, სადაც მე ვცხოვრობ, უნდა ვიპოვო უფალი და მივიდე იმ ეკლესიაში, რომელსაც თქვენ ეკუთვნით.

„წიგნში დაწერილმა თქვენმა გზავნილმა ცრემლები მომგვარა. ოთხშაბათ ღამის შემდეგ შეუწყვეტლივ ვკითხულობ მას. მე ვლოცულობ და ვთხოვ ღმერთს, რომ მომიტევოს და თქვენც გთხოვთ, მომიტევოთ. … მე ვფიქრობდი, თქვენი შეხვეული საჩუქარი იყო ნივთი, რომლის გაყიდვასაც შევძლებდი. [ნაცვლად ამისა] მან გამიჩინა ცხოვრების [შეცვლის] სურვილი. … მაპატიეთ, მაპატიეთ, გემუდარებით.

„თქვენი დაუსწრებელი მეგობარი“.

ძმებო და დებო, მხსნელის სინათლეს, მიუხედავად ჩვენი ვითარებისა, შეუძლია ყველას მოგვწვდეს,. „შეუძლებელია ჩაიძიროთ იმაზე დაბლა, სადაც ქრისტეს გამოსყიდვის უსასრულო შუქი არ აღწევს“ – თქვა პრეზიდენტმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა.

რაც შეეხება სელიას საჩუქრის, მორმონის წიგნის, უნებლიე მიმღებს, ეს ძმა უფლის წყალობის მეტი მოწმე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დრო იყო საჭირო, ამ ძმას საკუთარი თავისთვის ეპატიებინა, მან მონანიებაში ჰპოვა სიხარული. რა სასწაულია! ერთმა ერთგულმა დამ, მორმონის ერთმა წიგნმა, გულწრფელმა მონანიებამ და მხსნელის ძალამ შედეგად მოგვცა სახარების კურთხევების სისრულით ტკბობა და უფლის სახლში წმინდა წეს-ჩვეულებები. ოჯახის სხვა წევრებმაც მიიღეს წმინდა პასუხისმგებლობები უფლის ვენახში, მათ შორის სრული დროის მისიაში მსახურება.

როდესაც ჩვენ მივდივართ იესო ქრისტესთან, ჩვენი გულწრფელი მონანიების გზა საბოლოოდ მიგვიყვანს მხსნელის წმინდა ტაძარში.

რა სამართლიანი მოტივია, ვისწრაფოდეთ სისუფთავისკენ —ვიყოთ იმ კურთხევების სისრულის ღირსი, რომელიც შესაძლებელი გახდა ჩვენი ზეციერი მამისა და მისი ძის მიერ, წმინდა სატაძრო აღთქმებით! უფლის სახლში რეგულარულად მსახურება და იმ წმინდა აღთქმების შესანარჩუნებლად სწრაფვა, რომლებსაც ჩვენ იქ დავდებთ, გაზრდის ჩვენს სურვილს და უნარს, განვიცადოთ გულის, ძალის, გონებისა და სულის ცვლილება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო დავემსგავსოთ ჩვენს მხსნელს. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა დაამოწმა: „არაფერი არ გახსნის [იმაზე] მეტად ზეცას, [ვიდრე ტაძარში ღვთისთაყვანისცემა]. არაფერი!“

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავს არაადეკვატურად გრძნობთ? თავს უღირსად გრძნობთ? საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ? იქნებ ნერვიულობთ და კითხულობთ: ვაკმაყოფილებ მოთხოვნებს? ჩემთვის ძალიან დაგვიანებულია? რატომ ვმარცხდები, როცა მაქსიმალურად ვცდილობ?

ძმებო და დებო, ჩვენ აუცილებლად დავუშვებთ შეცდომებს ცხოვრებაში. მაგრამ გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ, როგორც უხუცესმა გონგმა გვასწავლა, „ჩვენი მხსნელის გამოსყიდვა უსასრულო და მარადიულია. თითოეული ჩვენგანი ხანდახან გადადის გზიდან და ცდება. ხანდახან ვცდებით ჩვენს გზას. ღმერთი სიყვარულით გვარწმუნებს, [რომ] სადაც არ უნდა ვიყოთ ან რაც არ უნდა გაგვეკეთებინოს, ყოველთვის გვაქვს უკან დაბრუნების გზა. იგი გველოდება გულში ჩასაკრავად.“

როგორც ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, კარი ლუმ, მასწავლა, ჩვენ ყველამ უნდა მოვინანიოთ, გადავახვიოთ დრო და ყოველდღე „ნულზე“ დავაყენოთ.

დაბრკოლებები გვექნება. მოდით, ნუ დაველოდებით, ვიდრე ყველაფერი გართულდება, რომ ღმერთს მივუბრუნდეთ. მოდით, ნუ დავიცდით სიცოცხლის ბოლომდე, რომ მოვინანიოთ. ამის ნაცვლად, მოდით, ახლა, არ აქვს მნიშვნელობა აღთქმის გზის რომელ ნაწილზე ვიმყოფებით ამჟამად, ყურადღება გავამახვილოთ იესო ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე და ზეციერი მამის სურვილზე - დავბრუნდეთ მასთან.

უფლის სახლი, მისი წმინდა წერილი, მისი წმინდა წინასწარმეტყველები და მოციქულები შთაგვაგონებენ, ქრისტეს დოქტრინის მეშვეობით ვისწრაფოდეთ პირადი სიწმინდისკენ.

ნეფიმ თქვა: „ახლა, აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, ეს არის გზა და არ არსებობს ზეცის ქვეშ მიცემული სხვა არანაირი გზა ან სახელი, რომლითაც ადამიანის გადარჩენა შეიძლება ღვთის სასუფეველში. ახლა, აჰა, ეს არის ქრისტეს მოძღვრება, ერთადერთი და ჭეშმარიტი მოძღვრება, მამისა და ძისა და სულიწმინდისა“.

ღმერთთან ერთი-ერთზე ჩვენი გამოსყიდვის პროცესი შეიძლება გამომწვევი იყოს. მაგრამ მე და თქვენ შეგვიძლია შევჩერდეთ, დავმშვიდდეთ, შევხედოთ მხსენლს, ვეძიოთ, ვიპოვოთ და ვიმუშაოთ იმაზე, რისი შეცვლაც მას ჩვენში სურს. თუ ამას სრული განზრახვით გავაკეთებთ, მისი განკურნების მოწმენი ვიქნებით. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დალოცვილნი იქნებიან ჩვენი შთამომავლები, თუკი ჩვენ მონანიების უფლის ძღვენს მივიღებთ!

ოსტატი მექოთნე, როგორც მამაჩემი მასწავლიდა, გამოგვძერწავს და დაგვხვეწავს, რაც შეიძლება რთული იყოს. ოსტატი მკურნალი კი ნამდვილად განგვწმენდს. პირადად მე განვიცადე და ვაგრძელებ მისი სამკურნალო ძალის განცდას. მე ვმოწმობ, რომ ის მოდის იესო ქრისტეს რწმენითა და ყოველდღიური მონანიებით.

ო, მშვენიერია, რომ ის ჩემზე ზრუნავს

ჩემთვის აღესრულა!

მე ვმოწმობ ღმერთის სიყვარულსა და მისი ძის მიერ გამოსყიდვის უსაზღვრო ძალის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია, ეს ღრმად შევიგრძნოთ, როდესაც გულწრფელად და მთელი გულით ვინანიებთ.

ჩემო მეგობრებო, მე ვარ სახარების დიდებული აღდგენის მოწმე წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის საშუალებით და მხსნელის ამჟამინდელი ღვთაებრივი ხელმძღვანელობისა მისი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მეშვეობით. მე ვიცი, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და ის არის ჩვენი სულის ოსტატი მკურნალი. მე ვიცი და ვმოწმობ, რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტია, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. „რა ამაღლებული ვარ“, საგალობლები, 22.

  2. ალმა 26:12.

  3. 2 ნეფი 4:17; იხ. ასევე მუხლები 18-19.

  4. ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:29..

  5. Joseph Smith, “History, circa Summer 1832,” 3, josephsmithpapers.org; spelling and punctuation standardized.

  6. იხ. მოსია 4:11-12.

  7. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა: „როცა ვირჩევთ მონანიებას, ჩვენ ვირჩევთ ცვლილებას! ჩვენ ნებას ვრთავთ უფალს, გაგვხადოს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ ვირჩევთ სულიერ ზრდას და სიხარულის მიღებას - მასში გამოსყიდვის სიხარულისა. როცა ვირჩევთ მონანიებას, ჩვენ ვირჩევთ დავემსგავსოთ იესო ქრისტეს“! (“We Can Do Better and Be Better,” Liahona, May 2019, 67).

  8. 2 ნეფი 28:30.

  9. ალმა 34:18.

  10. „ჩემო დებო და ძმებო, რამდენად ძვირფასი არის მორმონის წიგნი თქვენთვის? თქვენთვის ბრილიანტები ან ლალის ქვები ან მორმონის წიგნი შეეთავაზებინათ, რას აირჩევდით? გულწრფელად, რომელი არის უფრო ძვირფასი თქვენთვის“? (რასელ მ. ნელსონი, “The Book of Mormon: What Would Your Life Be Like without It?”, ლიახონა, ნოემ. 2017 წ., 61.

  11. In F. Burton Howard, “Missionary Moments: ‘My Life Has Changed,’” Church News, Jan. 6, 1996, thechurchnews.com; see also Saints: The Story of the Church of Jesus Christ in the Latter Days, vol. 4, Sounded in Every Ear, 1955–2020 (2024), 472–74, 477–79.

  12. ჯეფრი რ. ჰოლანდი, „The Laborers in the Vineyard“, Liahona, მაისი, 2012, 33.

  13. შეიძლება ერთი წამით გავჩერდეთ და ჩვენს შთამომავლობაზე ვიფიქროთ? ჩვენი ახლომხედველობის გამო, ჩვენ ამას ახლა ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენი სურვილი — მივმართოთ უფალს გულის მთელი მოწადინებით, რომ შევიცვალოთ, მოვინანიოთ და იესო ქრისტეს სახარება მივიღოთ, თაობებზე მოახდენს გავლენას! წარმოიდგინეთ დამატებითი კურთხევები, რომლებიც შეიძლება აყვავდეს ერთი სულის თავმდაბლობით, თვინიერებითა და იესო ქრისტეს რწმენით თუნდაც ყველაზე არახელსაყრელ გარემოებებშიც კი!

  14. ეს დეტალები მოგვახსენა და სელია კრუზმა, უხუცეს ხორე მ. ალვარადოსთან პირად საუბარში, 2024 წლის 10 სექტემბერს.

  15. რასელ მ. ნელსონი, “Rejoice in the Gift of Priesthood Keys (გაიხარეთ მღვდლობის გასაღებების ძღვენით),” Liahona, May 2024, 122.

  16. როდესაც ასეთ კითხვებს ვსვამთ, მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები:

    „რა ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, თუ მახვილი? …

    „მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.

    „და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მყოფადი,

    „ვერც სიმაღლე, და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:35, 37-39).

  17. გერით ვ. გონგი, “Our Campfire of Faith,” Liahona, Nov. 2018, 41.

  18. ნეფი ამის კარგი მაგალითია. მან განმარტა:

    „გაიღვიძე, სულო ჩემო! ნუღარ ჭკნები ცოდვის გამო. გაიხარე, გულო ჩემო, და ნუღარ დაიტევ შენში ჩემი სულის მტერს. …

    „ო, უფალო, გამოისყიდი ჩემს სულს? გამომიხსნი მტრის ხელიდან? გამხდი ისეთად, რომ ვკანკალებდე ცოდვის გამოჩენისას?“ (2 ნეფი 4:28, 31).

  19. პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი ასწავლიდა: „როდესაც ადამიანმა გაიარა მონანიების პროცესი … , მხსნელი არამხოლოდ ასუფთავებს მას ცოდვისაგან, არამედ ის ასევე აძლევს მას განახლებულ ძალას. ეს გაძლიერება აუცილებელია ჩვენთვის, რათა გავიაზროთ განწმენდის მიზანი, რაც არის ზეციერ მამასთან დაბრუნება. მის გარემოცვაში მისაღებად ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სუფთა. ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ ჩვენში მორალურად სუსტი ადამიანი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და გავხდეთ ძლიერი პიროვნება, სულიერი მდგომარეობით, რომელიც შესაძლებელს გახდის ღვთის გარემოცვაში ჩვენს ყოფნას. (“The Atonement and Faith,” Ensign, Apr. 2010, 33–34).

  20. იხ.2 ნეფი 31:21.

  21. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ოჯახს და მამაზეციერს მონანიებითა და კარგი ცხოვრებისკენ სწრაფვით.

  22. საგალობლები, 22.