გენერალური კონფერენცია
ღვთის ძენი და ასულნი
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ღვთის ძენი და ასულნი

ჩვენ ჭეშმარიტად გვწამს, რომ ყოველი ჩვენგანი ღვთის შვილია, ამ სიტყვის სრული გაგებით და ამიტომ, გვაქვს მას დამსგავსების პოტენციალი.

დღეს მსურს ვისაუბრო ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ, დიდებულ და ძლიერ სახარებისეულ ჭეშმარიტებაზე, რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა. ამავდროულად, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს - ზუსტად მის გამო გვაკრიტიკებდნენ. რამდენიმე წლის წინ მიღებულმა გამოცდილებამ, ძალზედ გააღრმავა ჩემი მადლიერება სახარების ამ ჭეშმარიტების მიმართ.

ერთხელ მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, მიმიწვიეს რელიგიურ კონფერენციაზე, სადაც გამოცხადდა, რომ იმ მომენტიდან ისინი მართებულად აღიარებდნენ ყველა ნათლობას, რომელიც შესრულდა თითქმის ყველა სხვა ქრისტიანულ ეკლესიაში, თუკი ეს წეს-ჩვეულება შესრულდა წყალში და მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. შემდეგ განიმარტა, რომ ეს არ ვცელდებოდა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ჩატარებულ ნათლობებზე.

კონფერენციის შემდეგ ამ განცხადებაზე პასუხისმგებელ ლიდერს შევხვდი, რათა იმ გამონაკლისის მიზეზები გამერკვია. ჩვენ შესანიშნავი, შთაგონებული საუბარი გამოგვივიდა.

მოკლედ, მან ამიხსნა, რომ გამონაკლისი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყო ჩვენს კონკრეტულ რწმენასთან ღვთაებასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვა ქრისტიანული კონფესიები ხშირად მოიხსენიებენ როგორც სამებას. მე მას მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ამიხსნა თავისი მრწმასი და ეკლესიის პოლიტიკა. საუბრის ბოლოს, ერთმანეთს გადავეხვიეთ და დავემშვიდობეთ.

როდესაც მოგვიანებით ვაანალიზებდი ჩვენს დისკუსიას ის, რაც ამ წინამძღოლმა თქვა უკანასკნელ დღეთა წმინდანებზე, არ ესმოდა რა რას უწოდებდა „სამების საიდუმლოს“, ჩემს გონებაში დარჩა. რას გულისხმობდა იგი? ეს უკავშირდებოდა იმას, თუ როგორ გვესმის ღმერთის ბუნება. ჩვენ გვწამს, რომ მამაღმერთი „ამაღლებული პიროვნებაა“, მას აქვს დიდებული „ხელშესახები სხეული, ხორცითა და ძვლებით, როგორც ადამიანს, ასევე ძეს.“ ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა ღვთის ბუნებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გარკვეულწილად ჩვენს ბუნებაზეც ვსაუბრობთ.

და ეს მართალია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი შექმნილები ვართ „მის ხატად და მსგავსად“ არამედ იმიტომაც, რომ როგორც მეფსალმუნემ ჩაიწერა, ღმერთმა თქვა: „თქვენ ხართ ღმერთები და თქვენ ყველანი მაღალი ღმერთის შვილები ხართ“. ეს ჩვენთვის უძვირფასესი დოქტრინაა, რომელიც აღდგენასთან ერთად გაცოცხლდა. მოკლედ, ეს არ არის არც მეტი და არც ნაკლები, რასაც ჩვენი მისიონერები ასწავლიან - პირველი გაკვეთილის პირველი აბზაცის პირველი ხაზი: „ღმერთი არის ჩვენი ზეციერი მამა…[;] ჩვენ მისი შვილები ვართ“.

შეიძლება თქვათ: მრავალ ადამიანს სწამს, რომ ღვთის შვილები ვართ. კი, ეს ასეა, მაგრამ მათი გაგება შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს იმ ღრმა მნიშვნელობისაგან, რომელსაც ჩვენ ვამტკიცებთ. უკანასკნელ დღეთა წმინდანთათვის ეს სწავლება მეტაფორული როდია. ჩვენ ჭეშმარიტად გვწამს, რომ ყოველი ჩვენგანი ღვთის შვილია, ამ სიტყვის სრული გაგებით. ის „[ჩვენი] სულთა მამა[ა]“, და ამიტომ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, დავემსგავვსოთ მას და ეს ზოგიერთისთვის წარმოუდგენელია.

უკვე 200 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველმა ხილვამ აღდგენის კარი გაგვიღო. იმ დროს ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი ზეციდან ეძიებდა მითითებას, რათა გაეგო, რომელ ეკლესიას შეერთებოდა. იმ დღეს მიღებილი გამოცხადებიდან და მოგვიანებით მისთვის ბოძებული გამოცხადებებიდან წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა მიიღო ცოდნა ღვთის ბუნებისა და ჩვენი, როგორც მისი შვილების, მასთან ურთიერთობის შესახებ.

ამის გამო ჩვენ უფრო ცხადად შევიტყვეთ, რომ მამაზეციერი ამ ძვირფას მოძღვრებას დასაბამიდანვე ასწავლიდა. ნება მომეცით დავესესხო სულ მცირე ორ ჩანაწერს წმინდა წერილიდან ამის საილუსტრაციოდ.

ალბათ გახსოვთ ღმერთის მითითებები მოსეს, როგორც ეს ჩაწერილია ძვირფას მარგალიტში.

იქ წერია: „და ღმერთმა მიმართა მოსეს სიტყვებით: მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლადძლიერი და უსასრულობა არის ჩემი სახელი“. ანუ სხვაგვარად, მოსემ თქვა, მე მინდა იცოდე, ვინ ვარ. შემდეგ დაამატა: „და აჰა, შენ ხარ ჩემი ძე“. მოგვიანებით კი თქვა: „და მაქვს საქმე შენთვის, მოსე, ჩემო შვილო; და შენ ხარ ჩემი მხოლოდშობილის მაგვარი“. და ბოლოს, დაასრულა სიტყვებით: „და ახლა, აჰა, ამ ერთ რამეს დაგანახებ, მოსე, ჩემო შვილო“.

როგორც ჩანს, ღმერთს გადაწყვეტილი ჰქონდა, მოსესთვის ერთი გაკვეთილი მაინც ესწავლებინა: „შენ ჩემი შვილი ხარ“, რაც მან სულ მცირე სამჯერ გაიმეორა. მან ვერც კი მოიხსენია მოსეს სახელი ისე, რომ მაშინვე არ დაემატებინა, რომ ის მისი შვილი იყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მოსე მარტო დარჩა, მას სისუსტე მოეძალა, რადგან აღარ იყო ღვთის გარემოცვაში. და ეს იყო მაშინ, როცა სატანა მივიდა მასთან, რათა აცდუნოს. შენიშნეთ კანონზომიერება? პირველი, რაც მან თქვა, იყო: „მოსე, ძეო კაცისა, თაყვანი მეცი“.

ამ კონტექსტში, სატანას თაყვანისცემის მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ყურადღების გაფანტვისთვის იყო გამიზნული. მოსესთვის მნიშვნელოვანი ცდუნება იმ სისუსტის მომენტში იყო დაბნეულიყო და დაეჯერებინა, რომ ის მხოლოდ „კაცის ძე“ იყო და არა ღვთის შვილი.

„და იყო ასე, რომ მოსემ შეხედა სატანას და თქვა: შენ ვინ ხარ? ვინაიდან, აჰა, მე ვარ ღვთის შვილი, მისი მხოლოდშობილის მაგვარი“. საბედნიეროდ, მოსე არ დაიბნა და არ აძლევდა თავს უფლებას, ყურადღება გაეფანტა. მან გაკვეთილი ისწავლა - შეიტყო, ვინც იყო.

შემდეგი ჩანაწერი გვხვდება მოსე 4-ში. მეცნიერებმა დაარქვეს ამას „იესოს სამი ცდუნება“ - თითქოს და ჩვენი უფალი მხოლოდ სამჯერ აცდუნეს, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

ამ ცდუნებების მნიშვნელობისა და შინაარსის ასახსნელად ასობით გალონი მელანი დაიხარჯა. როგორც ვიცით, ეს თავი იწყება იმით, რომ იესო წავიდა უდაბნოში „და ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იმარხულა, შემდეგ მოშივდა“.

სატანის პირველი ცდუნება ალბათ მხოლოდ უფლის ფიზიკური შიმშილის დაკმაყოფილებას უკავშირდებოდა. „თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“ - უთხრა მან მხსნელს.

მეორე ცდუნება დაკავშირებული იყო ღმერთის ცდუნებასთან: „გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ““.

ბოლოს, სატანის მესამე ცდუნება ეხებოდა ამა ქვეყნის მისწრაფებებსა და დიდებას. მას შემდეგ, რაც იესოს აჩვენა „სოფლის ყველა სამეფო, [სატანამ] უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.“

სინამდვილეში, სატანის საბოლოო ცდუნებას შესაძლოა ნაკლები კავშირი ჰქონოდა ამ სამ კონკრეტულ პროვოკაციასთან და უფრო მეტად ეხებოდა იესო ქრისტეს ცდუნებას, ეჭვქვეშ დააყენებინა მისი ღვთაებრივი ბუნება. სულ მცირე ორჯერ, ცდუნებას წინ უძღოდა სატანის გამომწვევი ბრალდება: „თუ ღვთის ძე ხარ“— თუ მართლა გჯერა, მაშინ გააკეთე ესა თუ ის.

გთხოვთ, შენიშნოთ, რა მოხდა იმ დროს, როცა იესო უდაბნოში წავიდა, რათა ემარხულა და ელოცა: ქრისტეს ნათლობა. და როცა წყლიდან ამოვიდა, „ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“

ჩანს კავშირი? შეინიშნება აქ კანონზომიერება?

გასაკვირი არ არის, რომ ყოველ ჯერზე, როცა გვასწავლიან ჩვენი ღვთაებრივი ბუნებისა და დანიშნულების შესახებ, ყოველგვარი სიმართლის მოწინააღმდეგე გვაიძულებს, რომ ისინი ეჭვქვეშ დავაყენოთ.

რამდენად განსხვავებული იქნებოდა ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენ რომ გვცოდნოდა, ვინ ვართ სინამდვილეში.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ სამყაროში, სადაც არეულობა უფრო და უფრო მატულობს და სადაც საპატიო ადამიანები ცდილობენ, სულ მცირე, ხაზი გაუსვან ჩვენს ადამიანურ ღირსებას, მაშინ როცა ჩვენ ვეკუთვნით რომელიმე ეკლესიას და ვიღებთ სახარებას, რომელიც ამაღლებს ჩვენს ხედვას და ღვთაებრივში გვიწვევს.

იესოს ბრძანება - „იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ არის მისი დიდი მოლოდინებისა და ჩვენი მარადიული შესაძლებლობების ანარეკლი. არც ერთი და არც მეორე ერთ დღეში არ მოხდება. პრეზიდენტ ჯეფრი რ. ჰოლანდის თქმით, ეს „საბოლოო ჯამში“მოხდება. დაპირება ის არის, რომ თუ „მივალთ ქრისტესთან“, ჩვენ „მასში სრულყოფილნი გავხდებით“. ამისთვის დიდი სამუშაოა ჩასატარებელი - არა მხოლოდ ნებისმიერი სამუშაო, არამედ ღვთიური. მისი საქმე!

კარგი ის არის, რომ ზუსტად ჩვენმა მამაზეციერმა გამოაცხადა: „ვინაიდან, აჰა, ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ბრწყინვალება – აღვასრულო ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე.“

პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მოწვევა - „იფიქრეთ ცელესტიალურად“ გულისხმობს ჩვენი ღვთიური ბუნების, წარმოშობისა და პოტენციალური დანიშნულების შეხსენებას. ცელესტიალურის მიღწევა მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით არის შესაძლებელი.

შესაძლოა, ამიტომაც იყო, რომ სატანა, იესოს მიწიერი მსახურების თავიდან ბოლომდე, სულ იმავე ცდუნებით აცდუნებდა იესოს. მათე მოციქულმა ჩაიწერა, რომ როდესაც იესო ჯვარზე ეკიდა, „გამვლელები … თავს აქნევდნენ და … ამბობდნენ: თუ ღვთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“ დიდება ღმერთს, რომ იესომ არ მოუსმინა მათ და მოგვცა ყველა ცელესტიალური კურთხევის მიღების გზა.

დაე, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ბედნიერებისთვის მაღალი საფასურია გადახდილი.

მე ვმოწმობ, ისევე როგორც პავლე მოციქული მოწმობდა, რომ „სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი; თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.