გენერალური კონფერენცია
იცხოვრეთ ისე, რომ თქვენი პრივილეგიების ღირსნი იყოთ
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იცხოვრეთ ისე, რომ თქვენი პრივილეგიების ღირსნი იყოთ

შეიტყვეთ, როგორ შემოიყვანს მღვდლობის წეს-ჩვეულებები და აღთქმის დაპირებები ღმერთის ძალას თქვენს ცხოვრებაში.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩემს მეუღლეს, გრეგს, დაუსვეს დიაგნოზი, რომელიც მოითხოვდა სერიოზულ ოპერაციას და ხანგრძლივ ქიმიოთერაპიას. ისევე როგორც მრავალი თქვენგანი, ვინც მსგავსს სიტუაციაში აღმოჩნდა, ჩვენ უმალვე შევღაღადეთ ზეციური დახმარებისთვისა და ღვთის ძალისთვის. გრეგის ოპერაციის შემდეგ, კვირას, ზიარება პალატაში მოგვიტანეს.

იმ შემთხვევაში მხოლოდ მე შემეძლო მისი მიღება. პურის ერთი ნატეხი. წყლის ერთი ყლუპი. ეკლესიაში ჩემი გონება ხშირად ფოკუსირებულია ზიარების ჩატარების სისტემაზე - მომზადებაზე, დალოცვასა და დარიგებაზე. მაგრამ იმ დღეს მე ვფიქრობდი ღვთის ძალის ძღვენზე, რომელზედაც ხელი მიმიწვდება უშუალოდ წმინდა წეს-ჩვეულების მეშვეობითა და აღთქმის დაპირებით, რომელსაც ვდებდი, როცა პურის ნატეხსა და წყალს ვიღებდი. ეს იყო დრო, როცა ზეციდან ძალა მჭირდებოდა. დიდი გულისტკივილის, გადაღლილობისა და გაურკვევლობის შუაგულში ვფიქრობდი ამ ძღვენზე, რომლის მეშვეობითაც შევძლებდი ღვთისგან ძალის მიღებას, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა. ზიარების მიღება ზრდიდა ჩემს ურთიერთობას უფლის სულთან, რაც წვდომას მაძლევდა ღვთის ძალის ძღვენზე, მათ შორის ანგელოზთა მსახურებაზე და სირთულეების დაძლევის მხსნელის ძლევამოსილ ძალაზე.

არ მგონია, რომ იქამდე ისეთი სიცხადით ვხვდებოდი, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ ვინ ატარებს წეს-ჩვეულებას, არამედ ისიც მოითხოვს ჩვენს ყურადღებას, თუ რა მოაქვს ჩვენთვის ამ წეს-ჩვეულებასა და ჩვენს აღთქმის დაპირებას. მღვდლობის წეს-ჩვეულებები და აღთქმის დაპირებები ღმერთს საშუალებას აძლევს, განგვწმინდოს და შემდეგ მოახდინოს სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ როგორ ხდება ეს?

პირველი: იმისათვის, რომ წეს-ჩვეულებამ გამოავლინოს ღვთის ძალა ჩვენს ცხოვრებაში, ის უნდა შესრულდეს ღვთის ძის უფლებამოსილებით. შესრულების სისტემა მნიშვნელოვანია. მამამ მიანდო იესო ქრისტეს გასაღებები და უფლებამოსილება, რათა მისი მღვდლობის წეს-ჩვეულებების შესრულებისთვის ზედამხედველობა გაეწია. მისი ხელმძღვანელობით, მისი მღვდლობის ფარგლებში, ღვთის ძეები ღვთის ძის ნაცვლად აკურთხეს.

მეორე: ჩვენ უბრალოდ კი არ ვდებთ აღთქმის დაპირებებს - ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ. სახარების მრავალ წეს-ჩვეულებაში ჩვენ ვდებთ წმინდა აღთქმებს ღმერთთან; ის გვპირდება, რომ დაგვლოცავს, თუკი დავიცავთ ამ მცნებებს. გვესმის, რომ მღვდლობის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმის დაპირებების კოპმბინაცია გვაძლევს ღვთის ძალაზე წვდომას?

იმ დღეს მე ვფიქრობდი: სრულად მესმოდა თუ არა მე, ღვთის აღთქმის შვილს, როგორ ვიქონიო მღვდლობის წეს-ჩვეულებების მეშვეობით წვდომა ღვთის ძალის ძღვენზე და მქონდა თუ არა გაცნობიერებული, როგორ მოქმედებდა ჩემში ღვთის ძალა.

2019 წელს ეკლესიის ქალებმა მიიღეს წინასწარმეტყველური მოწვეევა, რომელიც გვასწავლიდა, როგორ მოვიწვიოთ მხსნელის ძალა ჩვენს ცხოვრებაში. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწვია, შევისწავლოთ მოძღვრება და აღთქმები 25, გამოცხადება, რომელიც ებოძა ემა სმითს ჰარმონში (პენსილვანია). ამ მოწვევის მიღებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა.

გასულ თვეში მომეცა მოულოდნელი შესაძლებლობა - ვეწვიე ჰარმონის. იქ, ნეკერჩხლების ქვეშ, ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის აღუდგინეს მღვდლობა. იმ ხეების მახლობლად ჯოზეფისა და ემას სახლია. იმ სახლში ბუხრის მოპირდაპირე მხარეს ფანჯარაა. მე იმ ფანჯარასთან ვიდექი და ვფიქრობდი, რას ფიქრობდა ემა, როცა ის ხეებს უყურებდა.

1830 წელს ემა 26 წლის იყო; ის ისეთი ახალგაზრდა იყო. ის სულ სამი წლის და ექვსი თვის გათხოვილი იყო. მან პირველი შვილი - ბიჭი დაკარგა. მისი პატარა საფლავი სახლიდან მიმავალი ბილიკის ბოლოშია. იმ ფანჯარასთან დგომისას არ იყო რთული იმის წარმოდგენა, რაზე ფიქრობდა იგი. რა თქმა უნდა, მას ფინანსები ადარდებდა, დევნა, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა და მათ უსაფრთხოებას ემუქრებოდა და მომავალი. და მაინც, ღვთის საქმე მის ირგვლივ ყველგან იყო. ფიქრობდა ის აგრეთვე თავის ადგილზე გეგმაში, უფლის სასუფეველში თავის დანიშნულებაზე და პოტენციალზე ღვთის თვალში?

ვფიქრობ, კი.

ზუსტად გზის მიღმა, ღვთის მღვდლობის უფლებამოსილების ძღვენი და გასაღებები აღდგენილ იქნა დედამიწაზე. ეს იყო ის დრო, როცა ემას ზეციდან სჭირდებოდა ძალა. დიდი გულისტკივილის, გადაღლილობისა და გაურკვევლობის შუაგულში, ემას ალბათ აინტერესებდა ღვთის მღვდლობის ძღვენი, რომელიც გამოათავისუფლებდა ღვთის ძალას, რომელიც მას ასე სასოწარკვეთილად სჭირდებოდა.

მაგრამ ემა უბრალოდ კი არ იდგა ფანჯარასთან.

სანამ წინასწარმეტყველ ჯოზეფს ასწავლიდნენ გასაღებების, წოდებების, წეს-ჩვეულებების და მღვდლობის მსახურებაში დახმარების გაწევის საკითხებს, თავად უფალმა, თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით, ემას გამოცხადება უბოძა. არა ნავუს მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტ ემას, არამედ 26 წლის ემას ჰარმონიში ებოძა ეს გამოცხადება. გამოცხადების მეშვეობით ემა შეიტყობდა შინაგანი განწმენდისა და აღთქმის შესახებ, რაც გააძლიერებდა მღვდლობის ამ წეს-ჩვეულებების მოქმედებას მის ცხოვრებაში.

პირველი: უფალმა შეახსენა ემას მისი ადგილი თავის გეგმაში, მათ შორის ის, თუ ვინ იყო და ვისი იყო იგი - მისი ერთ-ერთი ქალიშვილი მის სასუფეველში. იგი მოიწვიეს, „[ევლო] სათნოების ბილიკით“ ანუ გზით, რომელიც მოიცავდა წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ემას ღვთის ძალაზე მისცემდენ წვდომას, თუკი ის თავისი აღთქმების ერთგული იქნებოდა.

მეორე: მძიმე გლოვის ჟამს უფალმა მას მიზანი მისცა. ემას აღდგენის პროცესში უბრალოდ წინა რიგში ადგილი კი არ ეკავა: იგი მიმდინარე საქმის მნიშვნელოვანი მონაწილე იყო. მას ხელდასხმით აკურთხებდნენ, რათა „განმარტო[ს] წმინდა წერილი და ეკლესია გაამხნევო[ს]“. ის თავის დროს „მიუძღვნი[და] წერასა და მრავალი რამის სწავლას“. ემას მიენიჭა წმინდა როლი - დახმარებოდა წმინდანებს თაყვანისცემისთვის მზადებაში; უფლისთვის მიძღვნილ სიმღერებს ლოცვით მიიღებდნენ და „პასუხად კურთხევა იქნებ[ოდა] მათ თავზე მოვლენილი “.

ბოლოს, უფალმა გამოკვეთა შინაგანი განწმენდის პროცესი, რომელიც ემას ამაღლებისთვის მოამზადებდა. „და თუ ასე არ მოიქცევი, - აუხსნა მას უფალმა, „ვერ მოხვალ იქ, სადაც ვიმყოფები.

თუ 25-ე ნაწილს ყურადღებით წავიკითავთ, ჩვენ აღმოვაჩენთ მნიშვნელოვან წინსვლას. ემა, იყო რა ღვთის ქალიშვილი მის სასუფეველში, გახდა „რჩეული ქალბატონი“ და შემდეგ დედოფალი. აარონისა და მელქიცედეკის მღვდლობის წეს-ჩვეულებები, ემას მიერ აღთქმის დაპირებების შესრულებასთან ერთად, გაზრდიდა სულიწმინდასთან და ანგელოზებთან მის ურთიერთობას, მისცემდა რა მას ძალას, წარემართა ცხოვრება ღვთაებრივი ხელმძღვანელობით. თავისი ღვთაებრივი ძალით ღმერთი განკურნავდა მის გულს, გაზრდიდა მის შესაძლებლობებს და გარდაქმნიდა მას ისეთ პიროვნებად, რომელიც მან იცოდა, რომ მას შეეძლო, გამხდარიყო. და მელქიცედეკის მღვდლობის წეს-ჩვეულებების მეშვეობით „გამოვლინდებ[ოდა] ღვთისმოსაობის ძალა“ მის ცხოვრებაში და უფალი გაუპობდა მას საბულველს, რათა მისგან მიეღო წვდომა. ასე მუშაობს ღვთის ძალა ჩვენში.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

ყველაფერი რაც [ჰარმონიში] მოხდა, თქვენს ცხოვრებასაც მიესადაგება. მღვდლობის აღდგენას, უფლის მიერ ემასთვის მიცემულ რჩევასთაენ ერთად, შეუძლია წინ გაგიძღვეთ და ყოველი თქვენგანი დალოცოს. …

„ …თქვენს ცხოვრებაში ღვთის ძალაზე წვდომა მოითხოვს იმავეს, რაც უფალმა დაავალა ემას და თითოეულ ჩვენგანს“.

ჰარმონიში მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა ამ ფანჯრის ორივე მხარეს, მათ შორის გამოცხადება, რომელიც ებოძა რჩეულ ქალბატონს, რომელიც უფალმა მოიხმო - გამოცხადება, რომელიც გააძლიერებდა, გაამხნევებდა და ასწავლიდა ემა სმითს, ღვთის ასულს.

როდესაც ჩვენს შვილიშვილს, იზაბელს, სახელი დაარქვეს და დალოცეს, მამამ დალოცა იგი მღვდლობის წვდომით; რომ მას გაეგრძელებინა ზრდა და ესწავლა იმ დალოცვების შესახებ, რომლებსაც ის მის ცხოვრებაში უზრუნველყოფთა; და რომ მისი წვდომის ზრდის პროცესში გაიზრდებოდა მისი რწმენა მღვდლობის მიმართ.

ხშირად არ ხდება პატარა გოგოს კურთხევა მღვდლობისა და იმის გასაგებად, თუ როგორ დაეხმარება მას მღვდლობის წეს-ჩვეულებები და აღთქმის დაპირებები ღვთის ძალის მიღებაში. მაგრამ მე გამახსენდა ემა და ვიფიქრე: რატომაც არა? ამ პაწაწინა გოგოს აქვს პოტენციალი, გახდეს რჩეული ქალბატონი უფლის სასუფეველში და საბოლოო ჯამში - დედოფალი. უფლის მღვდლობის წეს-ჩვეულებებით და გოგონას აღთქმის დაპირებების დაცვით, ღვთის ძალა იმუშავებს მასში, რათა დაეხმაროს მას გადალახოს ყველაფერი, რასაც ცხოვრება მოუტანს და გახდეს ისეთი ქალი, რომელიც ღმერთმა იცის, რომ შეიძლება გახდეს. მინდა, რომ ეს გაიგოს ყოველმა გოგონამ უფლის სასუფეველში.

„იცხოვრეთ ისე, რომ თქვენი პრივილეგიების ღირსნი იყოთ“.

შეიტყვეთ, როგორ ამუშავდება თქვენს ცხოვრებაში მღვდლობის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით ღვთის ძალა და როგორ გაგაძლიერებთ და შეგაძლებინებთ თქვენი სრული მიზნისა და პოტენციალის მისაღწევად.

ყურადღებით შეისწავლეთ და ჩაუღრმავდით აარონისა და მელქიცედეკის მღვდლობის წეს-ჩვეულებებს, აღთქმის დაპირებებს, რომლებსაც თითოეულ მათგანთან ვდებთ და ღვთის ძალას, რომელსაც ვიღებთ ამ წეს-ჩვეულებების მეშვეობით.

გახსოვდეთ, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, ვინ ასრულებს ამ წეს-ჩვეულებას; თქვენი ყურადღების ღირსია აგრეთვე ის, რას გაძლევთ წეს-ჩვეულება და აღთქმის დაპირება.

პურისა და წყლის ყოველკვირეული მიღება არის შეხსენება იმისა, თუ როგორ მუშაობს თქვენში უფლის ძალა სირთულეების დასაძლევად. წმინდა მღვდლობის სამოსელის ტარება არის ყოველდღიური შეხსენება მისი ძალისა, რომელიც თქვენში მოქმედებს, რათა დაგეხმაროთ საკუთარი თავის გარდაქმნაში.

ჩვენ ყველას მიგვიწვდება ხელი ღვთის ძალაზე.

ყოველ ჯერზე, როცა ზიარებას ვიღებთ.

ყოველ ჯერზე, როცა ტაძრის ზღურბლზე ვართ.

ეს არის ჩემი კვირადღის მთავარი ნაწილი. აი რატომ ვუფრთხილდები სატაძრო რეკომენდაციას.

„მის წეს-ჩვეულებებში გამოვლინდება ღვთისმოსაობის ძალა“.

მე ვმოწმობ ამ ძღვენის შესახებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 107:20.

  2. უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი გვასწავლიდა: „ყველა, განსაკუთრებით კი სატაძრო წეს-ჩვეულებაში, ჩვენ ზეციური ძალით შევიმოსებით. ეს „ღვთიური ძალა“ მოდის პიროვნებასთან სულიწმინდის გავლენის მეშვეობით. … მე ვმოწმობ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებას, თუკი თქვენ დაიცავთ თქვენს მასთან დადებულ აღთქმებს. … იგი თავისი სულიწმიდით აგავსებთ ღვთიური ძალით“ („The Power of Covenants (აღთქმის ძალა)“, Liahona, May 2009, 22, 23).

  3. Dallin H. Oaks, “The Aaronic Priesthood and the Sacrament,” Liahona, Jan. 1999, 45.

  4. „ყოველ ქალსა და მამაკაცს, ვინც ღირსეულად იღებს მღვდლობის წეს-ჩეულებებს და იცავს ღმერთის აღთქმებს, აქვს წვდომა ღვთის ძალაზე“ (რასელ მ. ნელსონი, “The Everlasting Covenant (მარადიული აღთქმა)“, Liahona, ოქტ. 2022, 10).

  5. იხ. იესო ნავეს ძე 3:5, სქოლიო a. უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა აგვიხსნა: „ამ აღთქმების მეშვეობით ჩვენ უფრო მეტად მიგვიწვდება ხელი [უფლის] ძალაზე. ანუ უშუალოდ ნათლობისა და სატაძრო აღთქმები არ წარმოადგენს ძალის წყაროს. ძალის წყარო არის უფალი იესო ქრისტე და ჩვენი ზეციური მამა. აღთქმების დადება და დაცვა ქმნის მათი ძალის გამტარ არხს ჩვენს ცხოვრებაში. („ქრისტეს მოძღვრების ძლიერი, სათნო ციკლი“, Liahona, May 2024, 82.)

  6. იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:1-3.; Joseph Smith Translation, Hebrews 7:3 ალმა 13:2, 16. პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლიდა: „წმინდა წერილიდან ჩვენ ასევე ვიცით, რომ ისინი, ვინც მღვდლობასთან დაკავშირებულ მოქმედებებს ასრულებენ, ისინი უფლის სახელით მოქმედებენ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:38; 36:2). ახლა გირჩევთ, თუ როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი წმინდა ვალდებულება მასწავლებლებმა, მღვდლებმა და დიაკვნებმა უფლის სახელით ზიარების მომზადებაში, ჩატარებაში და დარიგებაში“ (“The Aaronic Priesthood and the Sacrament,” Liahona, Jan. 1999, 45).

  7. იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 3.5.1–2, სახარების ბიბლიოთეკა.

  8. იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:18-20; და ფილიპელთა 1:6.

  9. Russell M. Nelson, “Spiritual Treasures (სულიერი საგანძური)“, Liahona, Nov. 2019, 77.

  10. იხილეთ “Joseph and Emma Smith’s Home (ჯოზეფ და ემა სმითების სახლი)” (ChurchofJesusChrist.org) მეტი დეტალისთვის სმითების სახლის რეპროდუქციის შესახებ ეკლესიის ისტორიულ ადგილას ჰარმონიში, პენსილვანია.

  11. მღვდლობის უფლებამოსილება და გასაღებები საშუალებას მისცემს ღვთის ძალას, შემოვიდეს მათ ცხოვრებაში, ვინც იღებენ მღვდლობის წეს-ჩვეულებებს და დებენ და იცავენ მათთან დაკავშირებულ აღთქმებს (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.5, სახარების ბიბლიოთეკა).

  12. იხ. ჯოზეფ სმითი - ისტორია 1:71, შენიშვნა.

  13. იხ. მოძღვრება და აღთქმები 25.

  14. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 25:1.

  15. მოძღვრება და აღთქმები 25:2.

  16. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 25:13. „სიტყვა აღთქმა ლათინური წარმოშობის არის - con venireდა ნიშნავს „გაერთიანებას/შეხვედრას“. მღვდლობის კონტექსტში, „აღთქმა“ არის ღმერთისა და ადამიანის შეხვედრა ანუ შეთანხმება. ის გულისხმობს, რომ ღმერთი და ადამიანი შეიკრიბებიან ხელშეკრულების დასადებად, შეთანხმდებიან დაპირებებზე, პირობებზე, პრივილეგიებსა და პასუხისმგებლობაზე. …

    „ამ გზით დადებული შეთანხმება უცვლელია. ის სულის ღუზაა; ის ქმნის მყარ და ურყევ საძირკველს მომავალი მოლოდინებებისთვის“ (Dale G. Renlund and Ruth Lybbert Renlund, The Melchizedek Priesthood: Understanding the Doctrine, Living the Principles (2018), 60.

  17. მოძღვრება და აღთქმები 25:7.

  18. მოძღვრება და აღთქმები 25:8.

  19. მოძღვრება და აღთქმები 25:12.

  20. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 25:15.

  21. მოძღვრება და აღთქმები 25:15. პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლიდა: „ნათლობის წეს-ჩვეულება და მასთან დაკავშირებული აღთქმა ცელესტიალურ სასუფეველში შესვლისთვის აუცილებელი მოთხოვნაა. სატაძრო წეს-ჩვეულებები და მათთან დაკავშირებული აღთქმები არის ზეციურ სასუფეველში ამაღლებისთვის საჭირო მოთხოვენები, რომელიც არის მარადიული სიცოცხლე, „უფლის ყველა ძღვენიდან უდიდესი“ [მოძღვრება და აღთქმები 14:7“] (“Covenants and Responsibilities (აღთქმები და პასუხისმგებლობა)“, ლიახონა, მაისი, 2024 წ, 96).

  22. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 25:1.

  23. მოძღვრება და აღთქმები 25:3.

  24. იხ. მოძღვრება და აღთქმები 25:15.

  25. Dallin H. Oaks, “The Aaronic Priesthood and the Sacrament,” Liahona, Jan. 1999, 44-45. პრეზიდენტი ოუქსი გვასწავლიდა:

    „მჭიდროდ დაკავშირებული გზით, აარონის მღვდლობის ეს წეს-ჩვეულებები ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ანგელოზთა მსახურებისთვის. …

    ანგელოზური შეტყობინებები შეიძლება გადაეცეს ხმით ან მხოლოდ აზრებითა და გრძნობებით, რომლებიც გონებას მიეწოდება“ (“The Aaronic Priesthood and the Sacrament“, Liahona, Jan. 1999, 44, 45).

    ამის გარდა, წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი დაჰპირდა მოწყალების საზოგადოების დებს: „თუ ცხოვრობთ თქვენი პრივილეგიების შესაფერისად, მაშინ ანგელოზებს ვერაფერი ვერ შეაჩერებს, რომ იყვნენ თქვენი მომხრეები“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2011], 454).

  26. იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:19-20.

  27. იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:18-19.

  28. რასელ მ. ნელსონი, “Spiritual Treasures (სულიერი საგანძური)“,, 77. „უილარდ რიჩარდსმა მოახსენია: პრეზიდენტმა ჯოზეფ სმითმა წაიკითხა ემა სმითისთვის [მიცემული] გამოცხადება … და განაცხადა, რომ … მარტო მას კი არა, სხვებსაც შეუძლიათ მიაღწიონ იმავე კურთხევებს“ (Teachings: Joseph Smith, 453–54). See also Nauvoo Relief Society Minute Book, March 17, 1842, in The First Fifty Years of Relief Society: Key Documents in Latter-day Saint Women’s History (2016), 1.2.1, churchhistorianspress.org.

  29. იხ. მოძღვრება და აღთქმები 24, შესავალი. „შემდეგი სამი გამოცხადება იქნა მიცემული ამ დროს გასაძლიერებლად, გასამხნევებლად და დასამოძღვრად“.

  30. Teachings: Joseph Smith, 454.

  31. იხ. რასელ მ. ნელსონი, „სულიერი საგანძური“, 77. „მე გევედრებით, ლოცვით ისწავლოთ მღვდლობის შესახებ ნებისმიერი ჭეშმარიტება, რომელსაც იპოვით. შეგიძლიათ დაიწყოთ მოძღვრება და აღთქმები, ნაწილი 84 და 107. ეს ნაწილები სხვა ამონარიდებისკენ წაგიყვანთ. წმინდა წერილი, თანამედროვე წინასწარმეტყველების, წინასწარმჭვრეტებისა და გაცხადებლების სწავლებები აღვსილია ასეთ ჭეშმარიტებით. რაც უფრო გაიზრდება თქვენი გაგება და როდესაც თქვენ გამოავლენთ რწმენას უფლისა და მისი მღვდლობის უფლებამოსილების მიმართ, გაიზრდება თქვენი უნარი, გამოიყენოთ ეს სულიერი საგანძური, რომელიც უფალმა გახადა ხელმისაწვდომი“ (რასელ მ. ნელსონ, “Spiritual Treasures (სულიერი საგანძური“, 79).

  32. იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:22.

  33. მოძღვრება და აღთქმები 84:20.