გენერალური კონფერენცია
ჩვენი მამის ნდობა
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩვენი მამის ნდობა

ღმერთი გვენდობა ჩვენ მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში და ყველა საკითხში ის გვთხოვს, მას მივენდოთ.

1843 წლის 1 ივნისს ედისონ პრატი წავიდა ილინოისის შტატის ქალაქ ნავუდან, რათა ჰავაის კუნძულებზე სახარება ექადაგა და მცირეწლოვანი შვილები მეუღლეს, ლუიზა ბარნს პრატს დაუტოვა.

როდესაც ნავუში დევნა გამძაფრდა, რაც წმინდანებს აიძულებდა ეს ტერიტორია დაეტოვებინათ, ლუიზა, რომელიც ბავშვებთან ერთად თავს უინთერ ქუორთერს აფარებდა, რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგა, წასულიყო თუ არა სოლთ-ლეიქის ველზე. გაცილებით იოლი იქნებოდა, უინთერ ქუორთერში დარჩენილიყვნენ და ედისონის დაბრუნებას დალოდებოდნენ, ვიდრე მარტო ემგზავრათ.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით მან რჩევა წინასწარმეტყველ ბრიგამ იანგისგან მიიღო, რომელმაც მას ურჩია, წასულიყო. მიუხედავად დიდი სირთულისა და იმის გათვალისწინებით, რომ თავად ამის გაკეთება არ სურდა, მან ორივეჯერ წარმატებით იმგზავრა.

თავდაპირველად ლუიზა მგზავრობაში ვერანაირ სიხარულს ვერ პოულობდა. თუმცა მალე მას უკვე სიამოვნებდა პრერიების მწვანე ბალახის, ნაირფერი ველური ყვავილებისა და მდინარის ნაპირად შიშველი მიწის ნაგლეჯების დანახვა. „ჩემი გონებიდან ბინდი ნელ-ნელა იფანტებოდა“ — ჩაწერილი აქვს მას — „და მათ შორის, ვინც ჩვენთან ერთად მგზავრობდა, ჩემზე მხიარული ქალი არ არსებობდა“.

ლუიზას ამბავმა მე ძალიან შთამაგონა. აღფრთოვანებული ვარ მისი მონდომებით, გვერდზე გადაედო თავისი პირადი სურვილები, მისი უფლის მიმართ ნდობითა და იმით, თუ როგორ დაეხმარა მას რწმენა, სიტუაცია სხვაგვარად დაენახა.

მისმა მაგალითმა შემახსენა, რომ ჩვენ ზეცაში გვყავს მოსიყვარულე მამა, რომელიც ზრუნავს ჩვენზე, სადაც არ უნდა ვიყოთ და რომ შეგვიძლია, მას ყველაზე და ყველაფერზე უფრო მეტად მივენდოთ.

ჭეშმარიტების წყარო

ღმერთი გვენდობა ჩვენ მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში და ყველა საკითხში ის გვთხოვს, მას მივენდოთ. ეს განსაკუთრებით რთულია, როდესაც ჩვენი გადაწყვეტილება ან საზოგადოებრივი აზრი განსხვავდება იმისგან, თუ რა სურს მას თავისი შვილებისთვის.

ზოგნი გვირჩევენ, ხელახლა გავავლოთ ზღვარი სწორსა და მცდარს შორის, რადგან ამბობენ, რომ ჭეშმარიტება ფარდობითია, რეალობა თვითგანსაზღვრული, ხოლო ღმერთი კი იმდენად გულუხვი, რომ მას არ აინტერესებს, ჩვენ რას ვაკეთებთ.

როდესაც ღვთის ნების წვდომასა და მიღებას ვეძიებთ, დაგვეხმარება იმის გახსენება, რომ ზღვრის დადგენა სწორსა და მცდარს შორის ჩვენი საქმე არ არის. მარადიულ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით, ჩვენი სარგებლისა და კურთხევებისთვის, ღმერთმა ეს ზღვარი თავად დააწესა.

ღმერთის მარადიული ჭეშმარიტების შეცვლის სურვილს დიდი ისტორია აქვს. ეს დაიწყო სამყაროს შექმნამდე, როდესაც სატანა აუჯანყდა ღვთის გეგმას, ეგოისტურად ცდილობდა რა ადამიანის თავისუფალიარჩევანის განადგურებას. ამგვარად, შერემის, ნეჰორისა და ყორიჰორის მსგავსი ადამიანები კამათობდნენ, რომ რწმენა სისულელეა, გამოცხადებას არ აქვს მნიშვნელობა და რისი გაკეთებაც არ უნდა მოვისურვოთ, ეს სწორი იქნება. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ამ გადახვევებს ღმერთის ჭეშმარიტებიდან დიდ მწუხარებამდე მივუყვანივართ.

ზოგიერთი რამ დამოკიდებულია კონტექსტზე, მაგრამ არა ყველაფერი. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გამუდმებით ასწავლიდა, რომ ღვთის მხსნელი ჭეშმარიტება არის აბსოლუტური, დამოუკიდებელი და თავად ღმერთის მიერ განსაზღვრული.

ჩვენი არჩევანი

ჩვენი არჩევანი, ვის ვენდოთ, არის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მეფე ბენიამინი არიგებდა თავის ხალხს, „იწამეთ ღმერთი; გწამდეთ, რომ ის არის … ; გწამდეთ, რომ ის ფლობს სრულ სიბრძნეს … ; იწამეთ, რომ ადამიანისათვის ყველაფერი, რასაც უფალი ჩასწვდება, მისაწვდომი არ არის“.

საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს წმინდა წერილები და ცოცხალი წინასწარმეტყველების ხელმძღვანელობა, რათა დაგვეხმაროს უფლის ჭეშმარიტების წვდომაში. თუ უფრო ღრმა წვდომაა საჭირო, ღმერთი ამას თავისი წინასწარმეტყველების საშუალებით უზრუნევლყოფს. ის სულიწმინდის საშუალებით უპასუხებს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს, როდესაც ვცდილობთ იმ ჭეშმარიტების გაგებას, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გაგვიცნობიერებია.

უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა ერთხელ გვითხრა, რომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს „თუ დროდადრო [ჩვენი] პირადი მოსაზრებები არ არის უფლის წინასწარმეტყველის სწავლებასთან სრულ ჰარმონიაში. ეს არის სწავლის, თავმდაბლობის მომენტები, როდესაც მუხლებზე ვიჩოქებთ სალოცავად“ - თქვა მან. ჩვენ რწმენით, უფლის ნდობით მივიწევთ წინ, ვიცით რა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ზეციერი მამისგან უფრო მეტ სულიერ სიცხადეს მივიღებთ“.

ყოველთვის სასარგებლოა, გვახსოვდეს ალმას სწავლება, რომ ღმერთი სიტყვას გვაძლევს იმ ყურადღებისა და ძალისხმევის შესაბამისად, რასაც მას ვუთმობთ. თუ შევისმენთ უფლის სიტყვას, მივიღებთ უფრო მეტს; თუ უგულებელვყოფთ მის დარიგებას, მივიღებთ უფრო და უფრო ნაკლებს, ვიდრე საერთოდ აღარ მივიღებთ მას. ცოდნის ეს დანაკლისი არ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტება იყო მცდარი, არამედ გვიჩვენებს, რომ ჩვენ მისი გაგების უნარი დავკარგეთ.

იხელმძღვანელეთ მხსნელით

კაპერნაუმში მხსნელი ასწავლიდა საკუთარი თავისა და თავისი მისიის შესახებ. მრავალთათვის მისი სიტყვების მოსმენა რთული იყო, რაც მათ უბიძგებდა, უკან გაბრუნებულიყვნენ და „აღარ მისდევდ[ნენ] მას“.

რატომ გატრიალდნენ ისინი უკან?

იმიტომ, რომ მათ არ მოეწონათ, რაც ქრისტემ თქვა. ამგვარად, საკუთარ განსჯას მინდობილნი, უკან გაბრუნდნენ და ამით უარი თქვეს იმ კურთხევების მიღებაზე, რომელთაც ქრისტესთან დარჩენის შემთხვევაში მიიღებდნენ.

იოლია, ამპარტავნება ჩადგეს ჩვენსა და მარადიულ ჭეშმარიტებას შორის. როდესაც ჩვენ არ გვესმის, შეგვიძლია შევჩერდეთ, დავმშვიდდეთ და შემდეგ ავირჩიოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ. მხსნელი მოგვიწოდებდა: „მე დამეყრდენით] ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ“. როდესაც ყურადღებას მხსნელს მივაპყრობთ, ჩვენი რწმენით ჩვენს საზრუნავზე ძლიერი ვართ.

როგორც პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხტდორფმა მოგვიწოდა: „გთხოვთ, ვიდრე თქვენს რწმენაში დაეჭვდებით, ჯერ თქვენს ეჭვებში დაეჭვდით. ჩვენ არასდროს უნდა მივცეთ შესაძლებლობა ეჭვს, თავის ტყვედ გვაქციოს და დაგვაშოროს ღვთიურ სიყვარულს, სიმშვიდესა და ძღვენს, რომლებსაც ვიღებთ უფლის, იესო ქრისტეს რწმენით“.

კურთხევები მოვა მათთან, ვინც დარჩებიან

როდესაც მოწაფეები იმ დღეს უფლისგან უკან გატრიალდნენ, მაშინ ჰკითხა მხსნელმა თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“

პეტრემ მიუგო:

„უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.

„და ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.“

მოციქულები იმავე სამყაროს ნაწილი იყვნენ და იმავე სოციალურ წნეხს განიცდიდნენ, როგორც ის მოწაფეები, რომლებმაც იესოს ზურგი შეაქციეს. თუმცა, იმ მომენტში მათ აირჩიეს რწმენა, ენდნენ ღმერთს და ამით შეინარჩუნეს ის კურთხევები, რომლებსაც ღმერთი ანიჭებს მათ, ვინც რჩება.

იქნებ, თქვენც, ჩემ მსგავსად, ხანდახან, თავს ამ გადაწყვეტილების ორივე მხარეს აღმოაჩნდებით ხოლმე. როდესაც გვიჭირს ღმერთის ნების გაგება ან მიღება, გვანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ მას ვუყვარვართ როგორნიც ვართ და სადაც ვართ მოწაფეობის გზაზე. და რომ მას აქვს ჩვენთვის რაღაც უკეთესი. რომ თუ მას შევთხოვთ, დაგვეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მასთან დაკავშირება რთული იყოს, როგორც მხსნელმა უთხრა მამას, რომელიც თავისი ვაჟის განკურნებას ეძიებდა, „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“. ჩვენი ბრძოლის მომენტში ჩვენც შეგვიძლია შევძახოთ: „უშველე [ჩვენს] ურწმუნოებას“.

ჩვენი ნების უფლის ნებას დამორჩილება

ერთხელ უხუცესი ნილ ა. მაქსველი ასწავლიდა, რომ „საკუთარი ნების დამორჩილება არის ერთადერთი ჭეშმარიტად პირადი რამ, რის მიტანაც უფლის საკურთხეველთან შეგვიძლია“. რა გასაკვირია, მეფე ბენიამინის ასეთი მონდომება, რომ მისი ხალხი გამხდარიყო „როგორც ბავშვი — მორჩილი, თვინიერი, თავმდაბალი, მომთმენი, სიყვარულით აღსავსე, მზადყოფნით დაემორჩილოს ყველაფერს, რასაც უფალი ჩათვლის მასზედ მოსავლენად, როგორც ბავშვი ემორჩილება მამას“.

როგორც ყოველთვის, მხსნელმა შესანიშნავი მაგალითი მოგცა. დამძიმებული გულით, იცოდა რა ის მტკივნეული საქმე, რომელიც მას უნდა შეესრულებინა, ის თავისი მამის ნებას დაემორჩილა, შეესრულა თავისი მესიანური მისია და გაგვიხსნა მარადიულობის დაპირება.

ჩვენი ნების უფლის ნებისადმი დამორჩილების არჩევანი არის რწმენის ქმედება, რაც ჩვენი მოწაფეობის ცენტრალური ნაწილია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი არჩევანის თავისუფლება არ იზღუდება ამით, არამედ განდიდდება და ჯილდოვდება სულიწმინდის თანხლებით, რომელსაც მოაქვს მიზანი, სიხარული, მშვიდობა და იმედი, რომელთა სხვაგან პოვნა შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ, პალოს პრეზიდენტი და მე, თავისსავე პალოში ერთ დას და მის ახალგაზრდა ვაჟს ვეწვიეთ. ეკლესიას ჩამოშორებული, რთულ და არამოყვრულ გზა გამოვლილი, ის უკან დაბრუნებულიყო. ჩვენი სტუმრობისას ვკითხეთ მას, თუ რა იყო მისი დაბრუნების მიზეზი.

„ავირიე ცხოვრება“, - თქვა მან, „და ვიცოდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი“.

შემდეგ შევეკითხე, რა ისწავლა ამ გამოცდილებით.

მან ემოციურად გაგვიზიარა, რომ გაიგო, რომ ეკლესიაში იმდენად ხშირად უნდა ევლო, ვიდრე არსიარულის ჩვევას არ დაძლევდა და იქ იქამდე უნდა დარჩენილიყო, ვიდრე არ იგრძნობდა, რომ იქ იყო, სადაც მას სურდა ყოფნა. მისი დაბრუნება იოლი არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამის გეგმა იწამა, მან იგრძნო სულიწმინდის დაბრუნება.

შემდეგ მან დაამატა: „მე გავიგე, რომ ღმერთი არის კარგი და მისი გზები ჩემს გზებზე უკეთესია“.

მე ვმოწმობ უფლის, ჩვენი მარადიული მამის შესახებ, რომელსაც ვუყვარვართ; ვმოწმობ მის ძეზე, იესო ქრისტეზე, რომელმაც გვიხსნა. მათ იციან ჩვენი ტკივილი და გამოწვევები. ისინი არასდროს მიგვატოვებენ და ზუსტად იციან, როგორ დაგვეხმარონ. ჩვენ შეგვიძლია გავმხნევდეთ, თუკი ვენდობით მათ უფრო მეტად, ვიდრე ვინმეს ან რამეს. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.