გენერალური კონფერენცია
ღმერთის ყველაზე საყვარელი შვილები
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ღმერთის ყველაზე საყვარელი შვილები

როცა ღვთის სიყვარულით ვართ აღვსილნი ჩვენ არა მხოლოდ ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან ვართ დაცული, არამედ ბედნიერი მომენტები უფრო ბედნიერი ხდება.

ვიდრე დავიწყებდე, უნდა გითხრათ, რომ ჩემს ორ შვილს გული წაუვიდა, როდესაც კათედრიდან საუბრობდნენ და არასოდეს მიგრძვნია მათთან იმაზე ძლიერი კავშირი, ვიდრე ამ მომენტში ვგრძნობ. მე ფარულ კარზე მეტი რამ მაქვს მომზადებული.

ჩვენ გვყავს ექვსი შვილი და ისინი ერთმანეთს ხანდახან აბრაზებენ განცხადებებით, რომ ჩვენ კონკრეტულად ის გვიყვარს გამორჩეულად. თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული მიზეზი, იყოს რჩეული. ჩვენი სიყვარული თითოეული ჩვენი შვილის მიმართ არის სუფთა, მაბედნიერებელი და სრული. შეუძლებელია, გვიყვარდეს რომელიმე მათგანი უფრო მეტად, ვიდრე მეორე — თითოეული მათგანის დაბადებამ ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო მეტად და მეტად გაზარდა. ზეციური მამის ჩემ მიმართ სიყვარული ყველაზე მეტად ჩემი შვილების მიმართ ჩემი სიყვარულის საშუალებით მესმის.

გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ხშირად იმეორებენ თავიანთ განცხადებებს, რომ არიან ყველაზე საყვარელი შვილები, შეიძლება, ფიქრობთ, რომ ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა დაულაგებელი საძინებელი ოთახი. მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ნაკლოვანება მცირდება სიყვარულზე კონცენტრირებით.

რაღაც მომენტში, შეიძლება იმიტომ, რომ უკვე ვხედავ, გარდაუვალი ოჯახური ჯანყისკენ მივექანებით, ვიტყვი ხოლმე „კარგი, უკვე სიქა გამაცალეთ, მაგრამ არ ვაპირებ ამის გამოცხადებას; თქვენ კარგად იცით, რომელი ხართ ჩემი საყვარელი შვილი“. ჩემი მიზანი ის არის, რომ თითოეულმა ჩემმა შვილმა თავი იგრძნოს გამარჯვებულად და თავი ავარიდოთ მასშტაბურ ომს — მომავალ შემთხვევამდე მაინც!

სახარებაში იოანემ თავისი თავი წარმოგვიდგინა, როგორც „მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა“, თითქოს ეს სიყვარული რაღაცნაირად გამორჩეული იყო. მე მინდა ვიფიქრო, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ იოანე გრძნობდა იესოს აბსოლუტურ სიყვარულს. ნეფიმ იგივე გრძნობა გააღვიძა ჩემში, როდესაც დაწერა: „მე ვხარობ ჩემს იესოში“. რა თქმა უნდა, მხსნელი იმაზე მეტად არ ეკუთვნის ნეფის, ვიდრე იოანეს. თუმცა „თავის“ იესოსთან ურთიერთობის ინდივიდუალურმა ბუნებამ ნეფის ეს დამოკიდებულება ნაზად აღაწერინა.

ნუთუ არ არის შესანიშნავი ის დრო, როდესაც განსაკუთრებით ვგრძნობთ, რომ გვამჩნევენ და ვუყვარვართ? ნეფის შეუძლია უფალს უწოდოს „თავისი“ იესო და ასევე შეგვიძლია ჩვენც. ჩვენი მხსნელის სიყვარული არის „უმაღლესი, უკეთილშობილესი და უძლიერესი სახის სიყვარული“, და უფალი ჩვენ უზრუნველგვყოფს, ვიდრე ჩვენ არ ვიქნებით „[მაძღარნი]“. ღვთიური სიყვარული არასდროს იწურება და თითოეული ჩვენგანი არის — გამორჩეული საყვარელი. ღვთის სიყვარული არის ადგილი, სადაც ჩვენ ყველანი, როგორც წრეები ვენის დიაგრამაზე, ვკვეთთ ერთმანეთს. რაც არ უნდა განვსხვავდებოდეთ, მისი სიყვარული ჩვენ გვაერთიანებს.

ნუთუ გასაოცარია, რომ უდიდესი მცნებებია ღმერთისა და გარშემომყოფთა სიყვარული? როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებიც იჩენენ ქრისტესმიერ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, ვფიქრობ, ეს სიყვარული შეიცავს მეტს, ვიდრე მხოლოდ მათ სიყვარულს; ეს არის სიყვარული, რომელსაც აქვს ღვთაებრიობა. როდესაც ერთმანეთი გვიყვარს ამგვარად, ბოლომდე და სრულად რამდენადაც შეგვიძლია, ზეცაც ერთვება ამ პროცესში.

ამგვარად, თუ ადამიანი, რომელზეც ვზრუნავთ, არის დაშორებული ღვთაებრივ სიყვარულს, ჩვენ შეგვიძლია, ამ მაგალითს მივყვეთ — ვაკეთოთ ის, რაც ღმერთთან გვაახლოებს და შემდეგ გავაკეთოთ ის, რაც მათთან გვაახლოებს — გამოუთქმელი მოხმობა, მივიდეთ ქრისტესთან.

ვისურვებდი, დავმჯდარიყავი თქვენთან ერთად და მეკითხა, რა გარემოებები გიბიძგებთ, გეგრძნოთ უფლის სიყვარული. წმინდა წერილის რომელი სტროფები, მსახურების რომელი საქმეები? რა ადგილები? როგორი მუსიკა? ვისთან ერთად? გენერალური კონფერენცია მდიდარი ადგილია, რათა ვისწავლოთ მეტი ზეციურ სიყვარულთან კავშირის შესახებ.

იქნებ, თავს გრძნობთ ღმერთის სიყვარულისგან შორს? იქნებ თქვენ აზრებს იმედგაცრუების და სიბნელის ხმები ამძიმებს — შეტყობინებები, რომლებიც გეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ძალიან დაშავებული, დაბნეული, სუსტი და უგულებელყოფილი, ზედმეტად განსხვავებული და გზააბნეული იმისთვის, რომ ზეციური სიყვარული მიიღოთ. თუ თქვენ გესმით ეს იდეები, მაშინ ესეც მოისმინეთ: ეს ხმები არის მცდარი. ყოველთვის, როცა ვგალობთ საგალობელს, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენმა საყვარელმა და უნაკლო მხსნელმა აირჩია, ყოფილიყო „დალილავებული, გატეხილი [და] დაჭრილი ჩვენი გულისთვის“, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ავისხლიტოთ ნებისმიერი დაზიანება, რომელიც ზეციური სიყვარულისგან გვაშორებს. იესო გატეხილთ აცილებს ყოველგვარ სირცხვილს. თავის გატეხილობაში, ის გახდა სრულყოფილი, და მას შეუძლია, ჩვენ გვაქციოს სრულყოფილად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გატეხილი ვართ. გატეხილი, მარტო, დაჭრილი და დალილავებული იყო ის — ჩვენც ასე შეიძლება ვგრძნობდეთ თავს — თუმცა ღვთის სიყვარულისგან დაშორებული არ ვართ. „გატეხილი ხალხი; სრულყოფილი სიყვარული“, როგორც სიმღერაშია.

თქვენ შეიძლება იცოდეთ რამე საიდუმლო თქვენ შესახებ, რის გამოც ფიქრობ, რომ თქვენი შეყვარება შეუძლებელია. რამდენადაც მართალი არ უნდა იყოთ იმის მიმართბით, რაც თქვენ შესახებ იცით, ცდებით, როცა ფიქრობთ, რომ თქვენ თქვენი თავი უფლის სიყვარულს მიღმა მიიყვანეთ. ჩვენ ხანდახან ისე დაუნდობლად და მოთმენის გარეშე ვექცევით ჩვენს თავს, როგორც სხვას ვერასოდეს მოვექცეოდით. ამ ცხოვრებაში უამრავი რამის კეთების შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ზიზღი და განკითხვა არ შედის ამ სიაში. რამდენად უგვანიც არ უნდა გვეგონოს ჩვენ ჩვენი თავი, არ დამოკლებულა უფლის ხელი. არა. ის ყოველთვის არის საკმარისად გრძელი, რათა „[მოგვწვდეს] ჩვენ“ და ჩაეხუტოს თითოეულ ჩვენგანს.

როდესაც ვერ ვგრძნობთ ღვთაებრივი სიყვარულის სითბოს, ეს არ ნიშნავს, რომ მან დაგვტოვა. ღმერთის სიტყვებია, რომ „მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, [მისი] წყალობა კი არ დაიძვრება [ჩვენ]გან“. ამგვარად, სიცხადისთვის: აზრი, რომ ღმერთმა შეწყვიტა ჩვენი სიყვარული უნდა იყოს ცხოვრებაში შესაძლო ახსნების სიის სულ ბოლოში, რომ ჩვენ ვერ მივიდეთ იქამდე, ვიდრე მთები არ დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან!

მე მომწონს მთების სიმბოლიზმის ღმერთის სიყვარულის სიმტკიცის სამხილად გამოყენება. ეს ძლიერი სიმბოლიკა ასახავს მათ, ვინც მთებში მიდის გამოცხადების მისაღებად და ესაიას აღწერა „[მთისა] უფლის სახლისა“, რომელიც „მთების სათავეში დადგინდება“. უფლის სახლი არის სახლი ჩვენი ყველაზე ძვირფასი აღთქმებისა და ადგილი, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია განმარტოება და ჩვენი მამის ჩვენ მიმართ სიყვარულის მტკიცებულებაში ჩაღრმავება. მე ასევე ვისიამოვნე იმ ნუგეშით, რომელიც ჩემს სულში შემოდის, როდესაც უფრო მჭიდროდ ვეხვევი ჩემს ნათლობის აღთქმაში და ვნახულობ ადამიანს, რომელიც გლოვობს ახლობლის დაკარგვას ან განიცდის იმედგაცრუებას და ვცდილობ, დავეხმარო მათ, გაიაზრონ და შემდეგ გადალახონ ეს გრძნობები. ეს ის მეთოდებია, რომლებიც დაგვეხმარება, უფრო ჩავუღრმავდეთ ძვირფას აღთქმისეულ სიყვარულს, ჰესედს?

ასე რომ, თუ ღმერთის სიყვარული არ გვტოვებს ჩვენ, რატომ ვერ ვგრძნობთ მას ყოველთვის? უბრალოდ თქვენი მოლოდინების სამართავად: არ ვიცი. თუმცა, უყვარდე ნამდვილად არ არის იგივე, რაც გრძნობდე , რომ უყვარხარ და მაქვს რამდენიმე მოსაზრება, რომელიც დაგეხმარებათ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში.

იქნებ თქვენ ებრძვით გლოვას, დეპრესიას, ღალატს, მარტოობას, იმედგაცრუებასა და სხვა ძლიერ ზემოქმედ ფაქტორებს, რომლებიც წინ ეღობება თქვენს უნარს, იგრძნოთ ღმერთის სიყვარული. თუ ასეა, მაშინ ამ ფაქორებს შეუძლია დააბლაგვოს ან შეაჩეროს ჩვენი უნარი ვიგრძნოთ, როგორც სხვა სიტუაციაში ვიგრძნობდით. შეიძლება, გარკვეული დროით ვერ გრძნობდეთ ღვთის სიყვარულს და მხოლოდ ცოდნას უნდა დასჯერდეთ. თუმცა მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ, სცადოთ — მოთმინებით — ღვთაებრივი სიყვარულის სხვა გზებით გამოხატვა და მიღება? შეგიძლიათ, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ იმ ადგილიდან, სადაც ხართ და იქნებ კიდევ ერთი და მეტი ნაბიჯით, ვიდრე არ დაინახავთ უფრო ფართო არეს, უფრო და უფრო ფართოს თუ საჭიროა, ვიდრე არ დაიწყებთ „ცელესტიალურად აზროვნებას“, რადგან თქვენ უყურებთ ვარსკვლავებს და იხსენებთ უთვალავ სამყაროს და მათი საშუალებით შემოქმედს?

ჩიტების ჭიკჭიკმა, მზის, ნიავის ან წვიმის შეგრძნებამ, ჩემს კანზე და დრომ, როდესაც ბუნებას ღმერთით აღტაცებაში მოვყავარ — ხელი შეუწყეს ჩემს ზეციური კავშირით უზრუნველყოფას. იქნებ ერთგული მეგობრების ნუგეში დაგეხმარებათ? იქნებ მუსიკა? ან მსახურება? ინიშნავდით ან დღიურში იწერდით, როდესაც თქვენი კავშირი ღმერთთან უფრო ცხადი იყო? იქნებ იმ ადამიანებს, ვისაც ენდობით, უნდა სთხოვოთ, გაგიზიარონ ღვთაებრივი კავშირის წყაროები, სანამ თქვენ ეძიებთ ხსნასა და გაგებას?

მაინტერესებს, იესოს რომ აერჩია ადგილი, სადაც თქვენ და ის შეხვედრას შეძლებდით, განცალკევებული ადგილი, სადაც შეძლებდით კონცენტრირებას მხოლოდ მასზე, აირჩევდა ის ამ გამორჩეულ ადგილს თქვენი პირადი წამებისა, თქვენი უღრმესი საჭიროების ადგილს, სადაც სხვა ვერავინ შეძლებდა წასვლას? ადგილს, სადაც თავს გრძნობთ ისე მარტო, რომ მართლაც სულ მარტო უნდა იყოთ, მაგრამ არ ხართ, ადგილს, სადაც მხოლოდ უფალი ყოფილა, მაგრამ თურმე უკვე მომზადებული აქვს ეს ადგილი თქვენს შესახვედრად, თქვენ რომ მიხვალთ. თუ თქვენ ელოდებით, მის მოსვლას, იქნებ ის უკვე იქ არის, ძალიან ახლოს?

თუ თქვენ ხართ აღსავსე სიყვარულით თქვენი ცხოვრების ამ პერიოდში, გთხოვთ, ჩაეჭიდოთ მას, როგორც საცერი წყალს. გაატარეთ ის ყველგან, სადაც წახვალთ. ღვთაებრივი განკარგვის ერთ-ერთი საოცრება ხდება მაშინ, როდესაც ვცდილობთ იესოს სიყვარულის გაზიარებას და ვივსებით პრინციპის „ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას“ სხვადასხვა ვარიაციით.

ღმერთის სიყვარულით აღსავსენი დაცული ვართ ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან, და ასევე ის ბედნიერ მომენტებს უფრო ბედნიერს ხდის — ჩვენი მხიარული დღეები, როდესაც მზე ანათებს ცაში, უფრო ნათელია, როდესაც ჩვენი სული გაბრწყინებულია.

დაე, გავხდეთ „ფესვგადგმულები და დაფუძნებულები“ ჩვენს იესოსა და მის სიყვარულში. მოდით, ვეძიოთ და დავაფასოთ ჩვენს ცხოვრებაში მისი სიყვარულისა და ძალის შეგრძნებით მიღებული გამოცდილებები. სახარების სიხარული ხელმისაწვდომია ყველასთვის: არა მხოლოდ ბედნიერთათვის, არა მხოლოდ დამხობილთათვის. სიხარული არის ჩვენი მიზანი და არა ძღვენი ჩვენი გარემოებებისა. ჩვენ გვაქვს ყველა კარგი მიზეზი, რათა „[გავიხაროთ და აღვივსოთ] სიყვარულით ღმერთისა და ყოველი ადამიანის მიმართ“. დაე, აღვივსოთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იოანე 21:20; იხ. აგრეთვე იოანე 13:23; 19:26; 20:2; 21:7.

  2. 2 ნეფი 33:6.

  3. Guide to the Scriptures, „გულმოწყალება“.

  4. წმინდა მიწაზე: მათე 14:15-20 და ამერიკაში: 3 ნეფი 27:16.

  5. იხილეთ მათე 22:35-40.

  6. იხილეთ 1 იოანე 4:12.

  7. ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევნის გზამკლევი გვთხოვს, „დავეხმაროთ [სხვებს], ჩვენი მეშვეობით მამაზეციერის სიყვარული იგრძნონ“ ([2022], 12).

  8. “Jesus of Nazareth, Savior and King,” საგალობლები, გვ. 181; ასევე იხილეთ ესაია 53:5; მათე 26:26.

  9. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ახსნა: „[მხსნელის] ჯვარცმამდე, მან თქვა, რომ ’მესამე დღეს კი დავასრულებ‘ (ლუკა 13:32). დაფიქრდით ამაზე! უცოდველმა, უშეცდომო უფალმა — ჩვენი მიწიერი სტანდარტებით უკვე სრულყოფილმა — გამოაცხადა, რომ მისი სრულყოფილების მდგომარეობა მომავალში აღსრულდებოდა. მისი მარადიული სრულყოფილება უნდა მოჰყოლოდა მის აღდგომასა და მის მიერ ’მთელი [ხელმწიფების] ზეცასა და მიწაზე‘ მიღებას (მათე 28:18; იხილეთ ასევე მოძღვრება და აღთქმები 93:2–23)“ ((“Perfection Pending”, Ensign, ნოემბერი, 1995, 87). წინასწარმეტყველმა მორონიმ სთხოვა ყველას „მოდით ქრისტესთან და გახდით მასში სრულყოფილნი; და უარყავით ყოველივე უღმერთო და თუ უარყოფთ ყოველივე უღმერთოს და შეიყვარებთ ღმერთს მთელი თქვენი ძალით, გონებითა და სიძლიერით, მაშინ საკმარისი იქნება მისი მადლი თქვენთვის, რათა მისი მადლით სრულყოფილნი იყოთ ქრისტეში“ (მორონი 10:32).

  10. “Savior of My Soul,” 2024 Youth Album, ChurchofJesusChrist.org.

  11. იხილეთ ესაია 59:1.

  12. „Where Can I Turn for Peace?“, საგალობლები, N. 129.

  13. ესაია 54:10.

  14. მაგალითად, ნეფი (იხილეთ 1 ნეფი 17:7), მოსე (იხილეთ გამოსვლა 19:3), თერთმეტი მოწაფე (იხილეთ მათე 28:16), და მხსნელი (იხილეთ მათე 14:23) იხ. ფსალმუნი 24:3.

  15. ესაია 2:2; ასევე იხილეთ მუხლი მუხლი 3. ეს სიმბოლიზმი მაიძულებს, შემდგომში განვიხილო უფლის მიზნები თავისი შვილებისთვის ასობით ტაძრის შენებაში მთელ მსოფლიოში.

  16. ჩემი გამოცდილება ადასტურებს პრეზიდენტ ნელსონის დაპირების ჭეშმარიტებას, რომ საცხოვრებლად ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ჩვენი ტაძრის აღთქმები (იხ.“ტაძარი და თქვენი სულიერი საძირკველი,” Liahona, Nov. 2021, 96).

  17. პრეზიდენტმა ნელსონმა დაგვარწმუნა:

    „ტაძარში გატარებული დრო დაგეხმარებათ იაზროვნოთ ცელესტიალურად და მიიღოთ ხედვა იმაზედ, თუ რანი ხართ, რანი შეიძლება გახდეთ და რანაირი ცხოვრებით შეგიძლიათ იცხოვროთ მარადის. რეგულარული მსახურება ტაძარში გააუმჯობესებს თქვენს ხედვას საკუთარ თავზე და იმას, თუ როგორ ერგებით ღვთის დიდებულ გეგმას. მე ამას გპირდებით. …

    „ …არაფერი დაგიამებთ სულს ამაზე მეტად ტკივილის დროს. არაფერი არ გახსნის ამაზე მეტად ზეცას. არაფერი!“ (“Rejoice in the Gift of Priesthood Keys (გაიხარეთ მღვდლობის გასაღებების ძღვენით)“, Liahona, მაისი, 2024, 121, 122).

  18. იხილეთ მოსია 18:8–10, 13. „ნათლობის აღთქმა არის ზეციური მამის წინაშე სამი პასუხისმგებლობის საჯარო მოწმობა: ღვთის მსახურება, მისი მცნებების დაცვა და მზაობა ავიღოთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი. სხვა საკითხები, რომლებიც ხშირად ასოცირდება ნათლობის აღთქმასთან — რომ ჩვენ უნდა ’[ვატაროთ] ერთმანეთის ტვირთი‘, ’[ვიგლოვოთ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს‘, ’[ვანუგეშოთ] ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში‘ (მოსია 18:8–9) — არის აღთქმის დადების მოსავალი და არა თვით აღთქმის ნაწილი. ეს საკითხები მნიშვნელოვანია, რადგან მოქცეული სული ამ ყველაფერს ბუნებრივად გააკეთებს“ (დეილ გ. რენლანდი, “Stronger and Closer Connection to God through Multiple Covenants” [Brigham Young University devotional, Mar. 5, 2024], speeches.byu.edu).

  19. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, “The Everlasting Covenant (მარადიული აღთქმა,” ლიახონა, ოქტომბერი, 2022, 4-11.

  20. რასელ მ. ნელსონი, „იაზროვნეთ ცელესტიალურად!,” Liahona, Nov. 2023, 117, 118.

  21. მათე 16:25.

  22. ეფესელთა 3:17.

  23. იხილეთ 2 ნეფი 2:25; რასელ მ. ნელსონი, “Joy and Spiritual Survival,” Liahona, Nov. 2016, 81–84.

  24. მოსია 2:4.

  25. იხილეთ მორონი 7:48.