გენერალური კონფერენცია
„აჰა, მე ვარ სინათლე, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ“
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


„აჰა, მე ვარ სინათლე, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ“

ჩვენ მაღლა აღვმართავთ უფლის ნათელს, როცა აღთქმებს მტკიცედ ვეჭიდებით და მხარს ვუჭერთ ჩვენს ცოცხალ წინასწარმეტყველს.

ამ კონფერენციაზე გაჟღერებულ მრავალ მოწმობას მე ჩემს სამოციქულო მოწმობას დავამატებ და ვიტყვი, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ჩვენი უფალი და მხსნელი, ჩვენი მამის ყოველი შვილის გამომსყიდველი. თავისი გამოსყიდვით იესო ქრისტემ შესაძლებელი გახადა ჩვენთვის, თუკი ღირსნი ვიქნებით, მამაზეციერის გარემოცვაში დაბრუნება და ოჯახებთან მარად ერთად ყოფნა.

მხსნელი ჩვენს მიწიერ მოგზაურობაში ჩვენთან არის. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვუსმენდით მას მისი რჩეული ხელმძღვანელების მეშვეობით, რათა უფრო ახლოს მივსულიყავით მასთან. კვლავ და კვლავ, თავისი წმინდა სიყვარულითა და მოწყალებით, ის ჩვენი ცხოვრების დრამის დროს მხარში გვიდგას. ნეფი აღწერს: „ჩემი ღმერთი იყო ჩემი საყრდენი; იგი გამიძღვა გაჭირვების ჟამს. … მან აღმავსო თავისი სიყვარულით“.

ეს სიყვარული ცხადია, როცა ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ მის საქმეში.

გენერალურ კონფერენციაზე ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ცოცხალ წინასწარმეტყველს, პირველ პრეზიდენტობას, თორმეტ მოციქულთა ქვორუმს, მთავარ ხელმძღვანელებსა და მაღალი წოდების პირებს. მხარდაჭერა ნიშნავს მათ გვერდში დგომას , ყურადღების დათმობას, ყოველი ეჭვის გარეშე ნდობას და მათი ნათქვამის საფუძველზე მოქმედებას. ისინი უფლის შთაგონებით საუბრობენ; მათ ესმით ამჟამინდელი საკითხები, საზოგადოების ზნეობრივი გადახრა და მოწინააღმდეგის მზარდი მცდელობები მამაზეციერის გეგმის ჩასაშლელად. ხელის აწევით ჩვენ ვპირდებით ჩვენს მხარდაჭერას, არა მხოლოდ იმ მომენტში არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მხარდაჭერა მოიცავს ჩვენი პალოს პრეზიდენტებისა და ეპისკოპოსების, ქვორუმისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელების, მასწავლებლებისა და ჩვენს მეურვეობებში თუ პალოებში ბანაკის დირექტორების მხარში დგომას . სახლში ჩვენ მხარში ვუდგავართ ჩვენს მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს. როცა ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ჩვენ ამით ვამბობთ: „მე შენთან ვარ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ზეაღვმართო „შენი ძირს დაშვებული ხელები“ არამედ რომ შენს გვერდით ვიყო და ნუგეშსა და ძალას გაძლევდე“.

მხარდაჭერის კონცეფცია თავისი ფესვებით წმინდა წერილში მიდის. მორმონის წყლებთან ეკლესის ახლად მოქცეული წევრები იღებდნენ ვალდებულებას, „ატარო[ნ] ერთმანეთის ტვირთი, რათა იგი შემსუბუქდეს; … ანუგეშო[ნ] ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში და ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა იყო[ნ], ღმერთის მოწმენი იყო[ნ]“.

იესომ უთხრა ნეფიელებს: „მაღლა აღმართეთ თქვენი სინათლე, რათა მთელი ქვეყანა გაანათოს. აჰა, მე ვარ სინათლე, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ.” ჩვენ მაღლა აღვმართავთ უფლის ნათელს, როცა აღთქმებს მტკიცედ ვიცავთ და მხარს ვუჭერთ ცოცხალ წინასწარმეტყველს, როცა ის ღვთის სიტყვებს ამბობს.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, თორმეტ მოციქულთა ქვორუმში მსახურებისას, თქვა: ,ჩვენ მიერ წინასწარმეტყველების მხარდაჭერა არის პირადი ვალდებულება იმაზედ, რომ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს მათ წინასწარმეტყველურ პრიორიტეტებს“.

წინასწარმეტყველის მხარდაჭერა წმინდა საქმეა. ჩვენ ჩუმად კი არ ვსხედვართ, არამედ ვიცავთ მას, ყურს ვუგდებთ მის რჩევას, ვასწავლით მის სიტყვას და ვლოცულობთ მასზედ.

მეფე ბენიამინმა მორმონის წიგნიდან უთხრა ხალხს: „მე ვარ ისეთი, როგორიც თქვენ, სხეულისა და გონების ყოველგვარი უძლურებანის გავლენის ქვეშ; მიუხედავად ამისა, ამ ხალხმა ამირჩია … და უფლის ხელით ვიყავი დაშვებული … და ვარ დაცული და გადარჩენილი მისი უბადლო ძალით, რომ თქვენ გემსახუროთ, მთელი ძალით, გონებითა და სიძლიერით, რომელიც უფალმა მიბოძა“.

გამოსახულება
მოსეს ხელების აღმართვა

მსგავსად ამისა, 100 წლის ასაკში პრეზიდენტი ნელსონი უფლისგან დაცული და გადარჩენილია. პრეზიდენტმა ჰაროლდ ბ.ლიმ, პირველი პრეზიდენტობის წევრად ყოფნისას, მოახდინა მოსეს ციტირება, როცა ის რეფიდიმის ბორცვის მწვერვალზე იდგა. „შესაძლოა [ეკლესიის პრეზიდენტს] ხელები დაეღალოს“ - თქვა მან. „შეიძლება მან ხანდახან ხელები ჩამოუშვას თავისი მძიმე ვალდებულებების გამო; მაგრამ მისი ხელების ზეაღმართვით და მის გვერდში მის მიერ მითითებული მიმართლებით სიარულით, ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაგძლევენ ვერც თქვენ და ვერც ისრაელს. თქვენი და ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, მივყვებით თუ არა მათ, ვინც უფალმა დააყენა თავისი ეკლესიის სათავეში. მან იცის, ვიცი წინამძღოლობა სურს და მას არ შეეშლება“.

პრეზიდენტი ნელსონი წლებია უფლის მსახურებაშია. მისი სიმწიფე, მრავალფეროვანი გამოცდილება, სიბრძნე და გამოცხადებების თანმიმდევრული მიღება განსაკუთრებით შეეფერება ჩვენს დღევანდელობას. მან თქვა: „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ამზადებს სამყაროს იმ დღისთვის, როცა „დედამიწა აღვსილი იქნება უფლის ცოდნით“ (ესაია 11:9). … ამ საქმეს ძალას მატებს ორასი წლის წინ გაკეთებული ღვთაებრივი განცხადება. ის მხოლოდ შვიდი სიტყვისგან შედგებოდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მას უსმინეთ! (იხ. ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:17).”

პრეზიდენტმა ნელსონმა ასევე განაცხადა: „კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არასოდეს ყოფილა დრო, როცა ცოდნა მხსნელის შესახებ ამაზე მეტად საჭირო იყო ყოველი ადამიანის სულისთვის. წარმოიდგინეთ, რამდენად სწრაფად მოგვარდებოდა დამანგრეველი კონფლიქტები მთელ მსოფლიოში და ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში, თუ ჩვენ ყველანი ავირჩევდით იესო ქრისტეს კვალზე სიარულს და მის სწავლებას“.

დებო და ძმებო, ჩვენ უნდა მეტად ავამაღლოთ და ნაკლებად ვიბუზღუნოთ, უფრო მეტად მხარი დავუჭიროთ უფლის სიტყვას, მის გზებს და მის წინასწარმეტყველს, რომელმაც თქვა: „დღეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ღვთის ჭეშმარიტებისა და სატანის ფალსიფიცირებების გარჩევა. ამიტომაც გვაფრთხილებს უფალი: „ყოველთვის ილოცე … რათა დაამარცხო სატანა და … დაეხსნა სატანის მსახურების ხელს რომლებიც ხელს უწყობენ [მოწინააღმდეგის] საქმეს“.[მოძღვრება და აღთქმები 10:5;

გამოსახულება
მანტის ტაძრის ხელახლად მიძღვნა იუტაში.

აპრილში მე და და რასბანდს გვერგო პატივი, წინასწარმეტყველთან და და ნესლონთან ერთად დავსწრებოდით იუტას მანტის ტაძრის ხელახლად მიძღვნას.

პრეზიდენტმა ნელსონმა ყველანი გააკვირვა, ოთახში რომ შევიდა. მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანმა იცოდა, რომ ის მოდიოდა. მის გარემოცვაში მე იმ წამსვე ვიგრძენი სინათლე და წინასწარმეტყველის მანტია. მუდამ მემახსოვრება სიხარული იმ ადამიანების სახეებზე, რომლებმაც პირადად იხილეს წინასწარმეტყველი.

ხელახლად მიძღვნის ლოცვაში პრეზიდენტმა ნელსონმა შესთხოვა უფალს, რომ იმ წმინდა სახლს მხარი დაეჭირა ყველასთვის, ვინც ტაძარში შედიოდა, რათა „წმინდა კურთხევები მიეღოთ და დარჩენილიყვნენ ღირსნი და ერთგულნი თავიანთი აღთქმებისა … და რომ ის ყოფილიყო სიმშვიდის, ნუგეშისა და პირადი გამოცხადების სახლი ყველასთვის, ვინც ღირსეულად შემოაღებდა მის კარს“.

ჩვენ ყველას გვჭირდება უფლისგან ამაღლება სიმშვიდით, კომფორტით და ყველაზე მეტად პირადი გამოცხადებით, რათა დავუპირისპირდეთ შიშს, სიბნელესა და კამათს, რომელიც მოიცავს სამყაროს.

ცერემონიის დაწყებამდე მე, ჩემი მეუღლე, პრეზიდენტი და და ნელსონი გარეთ, მზეზე ვიდექით და ულამაზესი ხედით ვტკბებოდით. პრეზიდენტ ნელსონს უამრავი წინაპარი ჰყავს იმ მხარეში. მისი რვა დიდი პაპა-ბებია ტაძრის იგრვლივ მდებარე მინდვრებში დასახლდა, ისევე როგორც ჩემი. ჩემი დიდი პაპა, ენდრიუ ანდერსონი ადრეული პიონერების დროს მშენებელთა ბრიგადაში მსახურობდა. ისინი 11 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მანტის ტაძარზე, რომელიც როკი მაუნთინში მესამე ტაძარია.

როდესაც პრეზიდენტ ნელსონთან ერთად ვიდექით, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ღვთის წინასწარმეტყველისთვის ხელი აგვეწია და მხარი დაგვეჭირა მისთვის უფლის წმინდა სახლის ხელახლად მხარდაჭერაში. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.

„ჩვენ ტაძრებს უფლის საპატივცემოდ ვაშენებთ“ - თქვა პრეზიდენტმა ნელსონმა იმ წმინდა დღეს. „ისინი თაყვანისცემის მიზნით და არა საჩვენებლად შენდება“. ჩვენ მარადიული მნიშვნელობის წმინდა აღთქმებს ვდებთ ამ წმინდა კედლებში“. ჩვენ ისრაელს ვკრებთ.

პრეზიდენტი ნელსონი და მისი წინამორბედი წინასწარმეტყველები ხელის გულზე ატარებდნენ წმინდა ტაძრებს. დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ 350 უფლის წმინდა სახლი გვაქვს, რომელიც ფუნქციონირებს, გამოცხადებულია ან მშენებლობის პროცესშია. პრეზიდენტმა ნელსონმა, როგორც წინასწარმეტყველმა, 2018 წლიდან 168 ტაძარი გამოაცხადა.

„ჩვენს დროში“ - თქვა მან, უნდა „მოხდეს სავსე, მთელი და სრულყოფილი დაკავშირება და გაერთიანება წყობებისა და გასაღებების, ძალებისა და ბრწყინვალებების. (იხ. Doctrine and Covenants 128:18). ამ წმინდა მიზნებისთვის წმინდა ტაძრებმა დედამიწა თითქმის დაფარეს. მე ისევ ხაზს ვუსვამ, რომ ამ ტაძრების მშენებლობამ შეიძლება არ შეცვალოს თქვენი ცხოვრება, მაგრამ თქვენი ტაძარში მსახურება მას აუცილებლად შეცვლის“.

„მხსნელი და მისი სწავლება ტაძრის სული და გულია“ - თქვა პრეზიდენტმა ნელსონმა. „ყოველივე, რაც ტაძარში ისწავლება, მითითებებისა და სულიწმინდის მეშვეობით, ზრდის ჩვენ მიერ იესო ქრისტეს შეცნობას. მისი აუცილებელი წეს-ჩვეულებები, მღვდლობის წმინდა აღთქმების მეშვეობით, გვაკავშირებს უფალთან. ასე რომ, თუ ვიცავთ აღთქმებს, იგი გვიბოძებს თავის სამკურნალო, გამაძლიერებელ ძალას“.

„ყველა, ვინც ღმერთს თაყვანს სცემს ტაძარში, - თქვა პრეზიდენტმა ნელსონმა, „მიიღებს ღვთის ძალასა და ანგელოზებს, რომლებიც „[ზრუნავენ] მათზე“ [მოძღვრება და აღთქმები 109:22]. რამდენად გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა როცა გეცოდინებათ, რომ როგორც ღვთის ძალით შეიარაღებულ, ტაძარში შემოსილ ქალს ან მამაკაცს [ან ტაძარში მოსიარულე ახალგაზრდას], თქვენ არ მოგიწევთ ამ ცხოვრების სიმარტოვეში გამკლავება? რა გამბედაობას გაძლევთ იმის ცოდნა, რომ ანგელოზები ნამდვილად დაგეხმარებიან“?

ანგელოზები, რომლებიც მხარდასაჭერად მოდიან, აღწერილია წმინდა წერილში, როცა იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში მორჩილად დაიჩოქა. თავისი ტანჯვით მან უსასრულო გამოსყიდვა უზრუნველყო ჩვენთვის. „ამიტომ“ - ამბობს პრეზიდენტი ნელსონი, „იქ ჰქონდა ადგილი სიყვარულის ყველაზე დიდ ქმედებას, რომელიც ოდესმე ჩაწერილა ისტორიაში. … იქ, გეთსიმანიაში, უფალმა განიცადა ყოველი ადამიანის ტკივილი, რათა ყოველ ადამიანს შეძლებოდა მოენანიებინა და მოსულიყო მასთან“[მოძღვრება და აღთქმები 18:11].”

„ამაცდინე ეს სასმისი“ - სთხოვა იესო ქრისტემ, „მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.

ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა.“

ჩვენ ირგვლივ დღესაც არიან ანგელოზები. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: [ტაძარში] თქვენ ისწავლით, როგორ გახსნათ ფარდა დედამიწასა და ცას შორის, როგორ სთხოვოთ ღვთის ანგელოზებს, გეწვიონ“.

ანგელოზებს სინათლე მოაქვთ. ღვთის სინათლე. იესომ უთხრა თავის ნეფიელ მოციქულებს: „აჰა, მე ვარ სინათლე, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ.” ჩვენი წინასწარმეტყველის მხარდაჭერით ჩვენ ვმოწმობთ, რომ ის მოიხმო მხსნელმა, რომელიც არის „ამ ქვეყნის … სინათლე“.

პრეზიდენტო ნელსონ, უფლის ეკლესიის მეგობრებისა და წევრების სახელით ვამბობ: ჩვენ დალოცვილნი ვართ თქვენი სწავლებების მხარდაჭერით , თქვენი ქრისტეს მსგავსი ცხოვრების მხარდაჭერით და უფალი და მხსნელის, ყოველივე ჩვენგანის გამომსყიდველის, თქვენი მხურვალე მოწმობის მხარდაჭერით .

მე ჩემი სამოციქულო მოწმობით ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის „ამ ქვეყნის … სინათლე“. დაე ყველამ, მის მოწაფეებმა, „აღვმართოთ“ მისი სინათლე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.