კაცი, რომელიც ესაუბრა იეჰოვას
ჯოზეფ სმითი „გამხსნელია ბოლო წყობისა“ და ჩვენ ვართ კურთხეული, რომ მან ეს გააკეთა.
ჩემი დანიშნულება დღეს და ყოველთვის არის დავამოწმო იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის არის ძე ღვთისა, შემოქმედი და მხსნელი სამყაროსი, ჩვენი გამომსყიდველი. რამეთუ „ჩვენი რელიგიის ძირეული პრინციპები არის იესო ქრისტეს შესახებ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მოწმობები“, დღეს მე გიზიარებთ ჩემს ცოდნასა და მოწმობას მხსნელის შესახებ, რამდენადაც ის გაძლიერდა და გაღრმავდა ერთი-ერთი მთავარი მოციქულისა და წინასწარმეტყველის ცხოვრებითა და სწავლებებით.
სიბრძნის დასაწყისი
1820 წლის გაზაფხულს, ერთ მშვენიერ, ცამოწმენდილ დღეს, 14 წლის ჯოზეფ სმითი თავისი სახლის მახლობლად პატარა ტყეში შევიდა, რათა თავისი ცოდვების გამო ელოცა და ეკითხა, თუ რომელ ეკლესიას შეერთებოდა. ურყევი რწმენით აღვსილმა მისმა გულწრფელმა ლოცვამ ამ სამყაროში უძლიერესი ძალების ყურადღება დაიმსახურა, მათ შორის, მამისა და ძისა. და ეშმაკის. თითოეული მათგანი ძალიან იყო დაინტერესებული ლოცვითა და იმ ბიჭით.
იმით, რასაც დღეს პირველ ხილვას ვუწოდებთ, აღინიშნა ყველაფრის აღდგენის დასაწყისი ამ ბოლო წყობაში. თუმცა ჯოზეფისთვის ეს გამოცდილება იყო პირადი და მოსამზადებელი. მას მხოლოდ მიტევება და მიმართულების მიცემა სჭირდებოდა. უფალმა მას ორივე მიანიჭა. მითითება, რომ „არ შეერთებოდა არცერთ [ეკლესიას]“ იყო ბრძანება. ფრაზა — „მოგეტევა შენი ცოდვები“ — იყო გამომსყიდველი.
იმ ყველა ლამაზი ჭეშმარიტებიდან, რომელთა შესახებაც ვიგებთ პირველი ხილვიდან, იქნებ ჯოზეფის მთავარი დასკვნა იყო შემდეგი: „იაკობის დამოწმება მივიჩნიე შესაფერისად – თუ ადამიანს, აკლია სიბრძნე, სთხოვს ღმერთს და დაუყვედრებლად მიეცემა“.
როგორც ერთმა მეცნიერმა აღნიშნა „პირველი ხილვის ნამდვილი გზავნილია დღეს არის ის, რომ ვიცოდეთ, ღმერთის ბუნებაა, მისცეს მათ, ვისაც აკლია სიბრძნე. … ღმერთი, რომელიც ეჩვენება ჯოზეფ სმითს წმინდა ტყეში, არის ღმერთი, რომელიც პასუხობს მოზარდებს გაჭირვების დროს“.
ჯოზეფის გამოცდილებამ ტყეში მას შესძინა თავდაჯერებულობა, რათა ეთხოვა პატიება და მითითება თავისი დარჩენილი ცხოვრებისთვის. მისმა გამოცდილებამ ასევე მომცა მე თავდაჯერებულობა, რათა ვითხოვო პატიება და მითითება ჩემი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში.
რეგულარული მონანიება
1823 წლის 21 სექტემბერს ჯოზეფმა გულმხურვალედ ილოცა პატიებისთვის, სჯეროდა რა, რომ სამი წლის წინ პატარა ტყეში თავსგადახდენილი ამბის გამო, ზეცა კვლავ უპასუხებდა. და ასეც მოხდა. უფალმა გამოგზავნა ანგელოზი — მორონი — რათა დაერიგებინა ჯოზეფი და ეცნობებინა მისთვის ძველი დროის ჩანაწერის შესახებ, რომელსაც ღვთის ძღვენითა და ძალით იგი მოგვიანებით გადათარგმნიდა— და ეს იყო მორმონის წიგნი.
თითქმის 13 წლის შემდეგ ჯოზეფმა და ოლივერ ქოუდერიმ სადღესასწაულო, მდუმარე ლოცვით ახლად მიძღვნილ კირტლანდის ტაძარში დაიჩოქეს. ჩვენ არ ვიცით, რაზე ლოცულობდნენ ისინი, მაგრამ მათი ლოცვები სავარაუდოდ მოიცავდა პატიების მუდარას, რადგან წამოდგნენ თუ არა ისინი, მხსნელი გამოეცხადა მათ და თქვა: „აჰა, ცოდვები შეგენდოთ, ჩემ წინაშე ხართ განწმენდილნი“.
ამ ამბიდან თვეებისა და წლების შემდეგ ჯოზეფმა და ოლივერმა ისევ შესცოდეს. და ისევ. თუმცა, იმ მომენტში, იმ მომენტისთვის მათ მუდარაზე საპასუხოდ და მღვდლობის გასაღებების დიდებული აღდგენის მომზადებისთვის, რაც მალე უნდა მომხდარიყო, იესომ მათ ისევ შეუნდო.
ჯოზეფის რეგულარული მონანიების ცხოვრება მაძლევს თავდაჯერებულობას, „თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისთვის“. მე შევიტყვე, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად არის „მიმტევებელი“. განსჯა არც მისი მისიაა და არც მისი ბუნება. იგი მოვიდა, რათა გვიხსნას.
უფლის შემთხოვი
აღთქმული „ყოველთა აღდგინების“ ფარგლებში უფალმა, ჯოზეფ სმითის საშუალებით, გამოავლინა მორმონის წიგნი და სხვა გამოცხადებები, რომლებიც შეიცავენ მისი სახარების სისრულეს. არსებითი ჭეშმარიტებანი აძლევდა ჯოზეფს სიცხადესა და სისრულეს, ეძიებდა რა იგი დამატებით მითითებებს. გაითვალისწინეთ შემდეგი:
-
იესომ აიღო თავის თავზე საკუთარი ხალხის ტკივილი, ავადმყოფობა და უძლურება.
-
მისი გამოსყიდვა იყო იმდენად მტკივნეული, რომ სისხლი მოსდიოდა ყოველი ფორიდან.
-
მისი მადლით გადავრჩებით „მას შემდეგ, რაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია“.
-
თუმცა იესოს მოწყალების მისაღებად აუცილებელია პირობების დაკმაყოფილება.
-
როდესაც იესოს მივეახლებით, ის არა მხოლოდ მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს, არამედ ასევე მოახდენს ჩვენში ცვლილებას, რომ აღარ გვქონდეს სიბოროტის კეთების სურვილი.
-
ქრისტე ყოველთვის მოუწოდებს თავის ხალხს, რომ ააგონ ტაძრები, სადაც გამოეცხადება თავის ხალხს და შემოსავს მათ ძლიერებით ზეციდან.
მე ვმოწმობ, რომ ეს ყოველივე არის ჭეშმარიტი და საჭირო. ისინი წარმოადგენენ ამ სისრულის მხოლოდ პატარა ნაწილს, რაც იესო ქრისტემ აღადგინა ჯოზეფ სმითის საშუალებით ჯოზეფის მიერ მითითებების გამუდმებული მოთხოვნების პასუხად.
უფლის სასუფევლის განდიდება
1842 წელს ჯოზეფმა დაწერა იმ განსაცვიფრებელი მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდებოდა ბოლო წყობის დროს. მან განაცხადა, რომ ჩვენს დროში, „ზეციური მღვდლობა გაერთიანდება მიწიერთან, რათა განახორციელოს დიდებული მიზნები; და როდესაც ვიქნებით გაერთიანებულნი ერთი საქმით, რათა განვადიდოთ ღვთის სასუფეველი, ზეციური მღვდლობა არ იქნება უსაქმური მაყურებელი.
ჯოზეფმა უთხრა თავის მეგობარს, ბენიამინ ჯონსონს: „ბენიამინ, [თუ მოვკვდები], შენგან შორს არ ვიქნები და თუნდაც საბურველის მეორე მხარეს, მე ისევ შენთან ერთად ვიღვაწებ გაზრდილი ძალით, რათა განვადიდოთ ღვთის სასუფეველი.
1844 წლის 27 ივნისს, ჯოზეფ სმითი და მისი ძმა, ჰაირამი, მოკლეს. ჯოზეფის სხეული მიწას მიაბარეს, მაგრამ მისი მოწმობა აგრძელებს ზემოქმედებას მთელს მსოფლიოსა და ჩემს სულზე:
„მე მქონდა ხილვა; მე ვიცოდი ეს და ვიცოდი, რომ ღმერთმა იცოდა ეს, არ შემეძლო … ამის [უარყოფა]“.
„მე არასდროს მითქვამს თქვენთვის, რომ სრულყოფილი ვარ — მაგრამ გამოცხადებები, რომლებსაც მე ვასწავლიდი, უშეცდომოა“.
დიახ. „ჩვენი რწმენის ფუნდამენტური პრინციპები არის დამოწმება მოციქულებისა და წინასწარმეტყველების, იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი მოკვდა, დამარხეს და მესამე დღეს კვლავ აღსდგა და ზეცაში ამაღლდა; და ყველაფერი დანარჩენი, რაც ეხება ჩვენს რელიგიას, არის ყოველივე ამის დანართი.“
იოანე ნათლისმცემელზე რაც ითქვა, შეიძლება ითქვას ჯოზეფ სმითზეც: „იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო [ჯოზეფი]. … „იგი არ იყო ის ნათელი, მაგრამ გამოაგზავნეს, რათა დაემოწმებინა იმ ნათლის შესახებ … რათა ყველას ერწმუნა მისგან“.
მე მწამს. მე მწამს და დარწმუნებული ვარ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა. მე ვმოწმობ, რომ ცოცხალი ღმერთი არის ჩვენი მოსიყვარულე მამა. მე ეს ვიცი, რადგან უფლის ხმამ მითხრა ეს და ასევე მისმა მსახურებმა, მოციქულებმა და წინასწარმეტყველებმა, მათ შორის და პირველ რიგში, ჯოზეფ სმითმა
მე ვმოწმობ, რომ ჯოზეფ სმითი იყო და არის ღმერთის წინასწარმეტყველი, მოწმე და მსახური უფლის იესო ქრისტესი. ის იყო „კურთხეული, რამეთუ გახსნა მან წყობა უკანასკნელი“ და ჩვენ ვართ კურთხეული, რომ მან ეს გააკეთა.
უფალმა უბრძანა ოლივერს და თითოეულ ჩვენგანს: „იყავი ერთგული ჩემი მსახურის, ჯოზეფისა“. მე ვმოწმობ, რომ უფალი თავის მსახურს, ჯოზეფს, გვერდში უდგას და აღდგენა მისი მეშვეობით მოხდა.
ჯოზეფ სმითი ახლა ნაწილია იმ ზეციური მღვდლობისა, რომელზედაც ის თავად საუბრობდა. როგორც იგი თავის მეგობარს დაჰპირდა, ის ჩვენგან შორს არ არის და საბურველის მეორე მხარესაც ის კვლავ ჩვენთან ერთად იღწვის და გაზრდილი ძალით განადიდებს ღვთის სასუფეველს. სიხარულითა და მადლიერებით მე ვიმაღლებ ხმას და ვადიდებ „კაცს, რომელიც ესაუბრა იეჰოვას“. და რაც მთავარია, დავლოცოთ იგი, ვინც იეღოვას მიეახლა! იესო ქრისტეს სახელით, ამინ.