სულიერ კითხვებზე პასუხების ძიება
ჩვენს გულწრფელ კითხვებს სახარების შესახებ შეუძლია ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს მისცენ შესაძლებლობა, ზრდაში დაგვეხმარონ.
ვიცი, გაგიკვირდებათ, მაგრამ მე საკმარისი ასაკისა ვარ, მახსოვდეს, როდესაც სკოლებში გვასწავლიდნენ, რომ ჩვენს მზის სისტემაში ცხრა პლანეტაა. ამ პლანეტათაგან ერთ-ერთს, პლუტონს, ეს სახელი უწოდა 11 წლის ვენეცია ბარნიმ ოქსფორდიდან, ინგლისიდან, 1930 წელს თავისი აღმოჩენის შემდეგ. 1992 წლამდე, პლუტონი ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე დაშორებულ ობიექტად ითვლებოდა. ამ დროს სასწავლო ოთახებსა თუ სამეცნიერო გამოფენებზე ხშირად ნახავდით ჩვენი მეზობელი პლანეტების საბავშვო პაპიე-მაშეს მოდელებს, თითოეული მათგანი ასახავდა პლუტონის პოზიციას ცნობილ საზღვარზე. მრავალ მეცნიერს სჯეროდა, რომ მზის სისტემის ამ კიდის მიღმა მხოლოდ ცარიელი სივრცე იყო.
თუმცა, სამეცნიერო საზოგადოებაში ისევ რჩებოდა გადასაწყვეტი კითხვა იმ ტიპის კომეტების წარმოშობის შესახებ, რომლებსაც ასტრონომები რეგულარულად აკვირდებოდნენ. და ეს კითხვა ათწლეულების განმავლობაში განაგრძობდა არსებობას, ვიდრე კიდევ ერთი დაშორებული ობიექტი არ აღმოაჩინეს ჩვენს მზის სისტემაში. შეზღუდული ცოდნის გამოყენებით, მეცნიერებმა ისარგებლეს იმ ათწლეულებით, რათა ტექნოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი წინსვლებისთვის მიეღწიათ, რაც მათ მომავალი კვლევისა და დაკვირვების საშუალებას აძლევდა. მათმა საბოლოო მიღწევებმა ჩვენი პლანეტარული ზონის კონფიგურაცია შეცვალა, რამაც შედეგად გამოიწვია ის, რომ პლუტონი კოსმოსის ახალ მხარეში მოექცა და ჩვენი მზის სისტემა რვა პლანეტის ამარა დარჩა.
ერთმა წამყვანმა მეცნიერმა პლანეტების დარგში და კოსმოსური მისიის „ნიუ-ჰორაიზონსი“-ს მთავარმა მკვლევარმა, რომელსაც პლუტონის ახლოდან შესწავლა ევალებოდა, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვიცოდით ჩვენი მზის სისტემის გეოგრაფია. თურმე ჩვენ ის არ გვცოდნია. ჩვენ გვეგონა, რომ ვიცოდით ჩვენი მზის სისტემის პლანეტების პოპულაცია. მაგრამ ჩვენ ვცდებოდით“.
ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი კოსმოსის კვლევის ისტორიის ამ პერიოდის შესახებ არის რამდენიმე პარალელი და მთავარი განსხვავებები სამეცნიერო ჰორიზონტის გაფართოების მეტაფორულ მისწრაფებებსა და მოგზაურობას შორის, რომელსაც ჩვენ, ღვთის შვილები, წამოვიწყებთ ხოლმე ჩვენს სულიერ კითხვებზე პასუხების ძიებისას. კერძოდ, როგორ შეგვიძლია, ვუპასუხოთ ჩვენი სულიერი წვდომის შეზღუდვებს და მოვემზადოთ ინდივიდუალური ზრდის მომდევნო ეტაპისთვის — და სად შეგვიძლია მივმართოთ დახმარებისთვის.
სტრიქონი სტრიქონზე
კითხვების დასმა და აზრის ძიება ჩვენი მიწიერი ყოფის ბუნებრივი და ნორმალური ნაწილია. დროდადრო, სრული პასუხების არქონამ შეიძლება ჩვენი გაგების ზღვართან დაგვაყენოს და ეს შეზღუდვები შეიძლება გამაღიზიანებელი და დამთრგუნველი გვეჩვენოს. საოცარია, ზეციერი მამის ბედნიერების გეგმა თითოეული ჩვენგანისთვის შექმნილია, რათა დაგვეხმაროს ზრდაში, მიუხედავად ჩვენი შეზღუდვებისა და დაგვეხმაროს იმის მიღწევაში, რასაც თვითონ ვერ მივაღწევთ, თუნდაც ყოველივეს სრული ცოდნის გარეშე. ღმერთის გეგმა გულმოწყალეა ჩვენი ადამიანური შეზღუდვების მიმართ; უზრუნველგვყოფს ჩვენ მხსნელის, იესო ქრისტეს, ჩვენს კეთილ მწყემსად მოვლინებით; და შთაგვაგონებს, გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი ნება, ავირჩიოთ უფალი.
უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი ასწავლიდა, რომ „კითხვების დასმა სისუსტის მაჩვენებელი არ არის“, არამედ „ზრდის განმსაზღვრელი“. უშუალოდ ეხებოდა რა, როგორც ჭეშმარიტების მაძიებლების ჩვენს პირად ძალისხმევებს, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს „ღრმა სურვილი“ და „[ვიკითხოთ] გულწრფელად, ნამდვილი მოწადინებითა და [იესო] ქრისტეში რწმენით“. ის ასევე ასწავლიდა, რომ „’ნამდვილი მოწადინება‘ ნიშნავს, რომ ნამდვილად გსურს მიჰყვე ღვთიურ მითითებას“.
შეიძლება ჩვენმა ინდივიდუალურმა მცდელობებმა მოგვიმატოს სიბრძნე, დაგვაფიქროს ჩვენს კითხვებზე, კომპლექსურსა თუ არაკომპლექსურზე, შევხედოთ მათ მიზეზ-შედეგობრივ პრიზმაში, ვეძიოთ და ამოვიცნოთ კანონზომიერებები და შემდეგ მოვიფიქროთ, როგორ გადავცეთ ჩვენ მიერ აღქმული ინფორმაცია და შევავსოთ ჩვენი ცოდნა იმით, რაც გვაკლია. თუმცაღა როდესაც ვუღრმავდებით ჩვენს მისწრაფებას სულიერი ცოდნისკენ, ეს დამაფიქრებელი პროცესები, შეიძლება, ხანდახან ხელშემწყობი იყოს, მაგრამ თავისთავად — არასრული, როდესაც ვცდილობთ, ამოვიცნოთ ზეციერ მამასთან, მხსნელ, იესო ქრისტესთან, მათ სახარებასთან, მათ ეკლესიასთან და მათ საყოველთაო გეგმასთან დაკავშირებული ასპექტები.
გზა, რომლის საშუალებითაც, მამა ღმერთი და მისი ძე გადმოგვცემენ თავიანთ სიბრძნეს, უპირატესობას ანიჭებს სულიწმინდის ძალის ჩვენს პერსონალურ მასწავლებლად მოწვევას, როდესაც იესო ქრისტე არის ჩვენი ცხოვრებისა და ღვთის და მისი ძის პასუხებისა და მნიშვნელობის ერთგული ძიების ცენტრი. ისინი გვიწვევენ, აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტება წმინდა წერილების ერთგული შესწავლით და ასევე ვეძიოთ ჭეშმარიტება, რომელიც გამჟღავნდება უკანასკნელი დღეებისას ჩვენს დროში, თანამედროვე წინასწარმეტყველებისა და მოციქულების საშუალებით გადმოცემული. ისინი მოგვიწოდებენ, რეგულარულად დავყოთ უფლის სახლში მის სადიდებლად და ვილოცოთ დაჩოქილებმა, „რათა მოვიპოვოთ ინფორმაციაზე წვდომა ზეციდან“. იესოს დაპირება დამსწრეთათვის, რომ მოესმინათ მისი ქადაგება მთაზე, არის ჭეშმარიტი ჩვენთვის დღეს, როგორც მისი მიწიერი მსახურების დროს: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიეთ და ჰპოვებთ; დარეკეთ და გაგეღებათ“. ჩვენი მხსნელი გვარწმუნებს, რომ „თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს“.
უფლის სწავლების მეთოდი არის „[სტრიქონი] სტრიქონზე, [სწავლება] სწავლებაზე“. ჩვენგან შეიძლება მოთხოვონ, ვიყოთ „უფლის მოიმედენი“ ჩვენს ახლანდელსა და მომდევნო გაგებას შორის, რომელიც ჯერ კიდევ უნდა მივიღოთ. ეს წმინდა სივრცე შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ჩვენი უდიდესი სულიერი განწყობა შედგება — ადგილი, სადაც ჩვენ შეიძლება „[მოთმინებით გადავიტანოთ]“ ჩვენი გულწრფელი ძიებები და განვაახლოთ ჩვენი ძალები, რათა გავაგრძელოთ წმინდა დაპირებების შესრულება, რომლებიც დავდეთ ღვთის წინაშე აღთქმის საშუალებით.
ჩვენი აღთქმისეული ურთიერთობა ზეციერ მამასთან და იესო ქრისტესთან მოწმობს ჩვენს აღმატებულ წევრობაზე უფლის სასუფეველში. ჩვენი ცხოვრება იქ მოითხოვს ჩვენი ცხოვრების ღვთაებრივ პრინციპებთან შესაბამისობას და ძალისხმევას სულიერი ზრდისთვის.
მორჩილება
ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც მორმონის წიგნის საშუალებით ისწავლება, არის ის, რომ როდესაც ღვთის შვილები ირჩევენ მორჩილების დემონსტრირებასა და აღთქმების დაცვას, ამით ისინი იღებენ უწყვეტ სულიერ დარიგებასა და მიმართულებას. უფალმა გვითხრა, რომ ჩვენი მორჩილებითა და მონდომებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ცოდნა და გონიერება. ღვთის კანონები და მცნებები არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყოს დაბრკოლება, ისინი შექმნილია, რათა იყოს ძლიერი კარიბჭე ინდივიდუალური გამოცხადებისა და სულიერი განათლებისთვის. პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება, რომ „ღვთის გამოცხადება ყოველთვის შეესაბამება მის მარადიულ კანონს“ და შემდეგ ის, რომ „ის არასოდეს ეწინააღმდეგება თავის მოძღვრებას“. თქვენ მიერ ღვთის მცნებების ნებაყოფლობითი მორჩილება, როდესაც არ გაქვთ სრული ცოდნა მისი მიზეზების შესახებ, მოგიაზრებთ მის წინასწარმეტყველთა ჯგუფში. მოსე 5 გვასწავლის ადამსა და უფლის ანგელოზს შორის მომხდარი ერთი განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ.
მას შემდეგ, რაც უფალმა ადამსა და ევას „უბოძა მცნებები, რომ თაყვანი ეცათ უფლისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, და პირველშობილი თავიანთი ფარიდან შეეწირათ მსხვერპლად უფლისთვის“, წმინდა წერილები ამბობენ, რომ „ადამი მორჩილი იყო უფლის მცნებებისადმი“. შემდეგ გრძელდება, რომ „მრავალი დღის შემდეგ ადამს უფლის ანგელოზი გამოეცხადა, ეუბნებოდა რა: რატომ სწირავ მსხვერპლს უფალს? და ადამმა მიუგო: არ ვიცი, მაგრამ ასე მიბრძანა უფალმა“.
ადამის მორჩილება წინ უძღოდა მის გაგებას და მოამზადა ის წმინდა ცოდნის მისაღებად, რომ იგი მონაწილეობას იღებდა იესო ქრისტეს გამოსყიდვის წმინდა სიმბოლოში . ჩვენი თავმდაბალი მორჩილებაც ასევე გაგვიკვალავს გზას, რათა სულიერად ამოვიცნოთ უფლის მიდგომები და მისი ღვთიური მიზანი თითოეული ჩვენგანისთვის. მორჩილების ამაღლების მცდელობა გვაახლოებს ჩვენს მხსნელთან, იესო ქრისტესთან, რადგან მორჩილება მისი კანონებისა და მცნებებისა არის ქმედითი სწრაფვა მასთან მისაახლოებლად.
გარდა ამისა, ჩვენი ერთგულება ცოდნისა და სიბრძნის მიმართ უკვე მემკვიდრეობით მიღებული სახარების პრინციპებისა და წმინდა აღთქმების ერთგული დაცვით არის მნიშვნელოვანი მომზადება მზადყოფნისთვის, რათა მივიღოთ და განვაგოთ სულიწმინდის გზავნილები.
ზეციერი მამა და იესო ქრისტე არიან ყოველი ჭეშმარიტების წყარო და თავიანთ სიბრძნეს ყველას უხვად უზიარებენ. ამის გარდა, ვიცით რა, რომ ჩვენ არ ვფლობთ პერსონალურ ცოდნას ღმერთისგან დამოუკიდებლად, შეიძლება დაგვეხმაროს გავიგოთ, ვის მივმართოთ და სად დავაფუძნოთ ჩვენი ძირითადი ნდობა.
ღრმა ნდობა
ძველი აღთქმის ისტორია ნაყამანის შესახებ, რომელიც იყო მხედართმთავარი და ელისე წინასწარმეტყველის მიერ განიკურნა კეთრისაგან, ჩემთვის განსაკუთრებული ისტორიაა. ეს ამბავი გვიჩვენებს, თუ როგორ შეცვალა „პატარა მოახლის“ მტკიცე რწმენამ ერთი ადამიანის ცხოვრება და ცხადყოფს, უფლის წყალობის უსაზღვრობას ყველა მორწმუნეთათვის, რომლებიც უფალს და მის წინასწარმეტყველს მიენდობიან. მართალია, ამ გოგონას სახელი არ ვიცით, მაგრამ იგი დაგვეხმარა ჩვენი გაგების წინსვლაში. და ნაყამანის რწმენამ გოგონას მოწმობისა შთააგონა მას, უფლის რჩეული მსახურისთვის განკურნების თხოვნით მიემართა.
ნაყამანის რეაქცია, ელისე წინასწარმეტყველის მითითებებზე მდინარე იორდანეში განბანილიყო, თავდაპირველად სკეპტიკური და აღშფოთებული იყო. მაგრამ მოწოდებამ, დამორჩილებოდა წინასწარმეტყველის დარიგებას, ხელი შეუწყო მის განკურნებასა და მის მიერ იმის მძაფრად აღქმას, რომ ღმერთი რეალური იყო.
შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ზოგიერთ ჩვენს სულიერ თხოვნას საკმაოდ იოლად ამოსაცნობი პასუხები აქვს და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ დისკომფორტს არ ქმნის. ან ნაყამანის მსგავსად, ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ სხვა მოთხოვნილებები უფრო რთულია და შეიძლება ჩვენში კომპლექსური გრძნობები გამოიწვიოს. ან, მსგავსად ’ასტრონომების’ მიერ მზის სისტემის შესახებ დასკვნების ადრეული აღწერისა, სულიერი ჭეშმარიტებისძიებაში, თუ მხოლოდ ჩვენს შეზღუდულ გაგებას დავეყრდნობით, ჩვენ შეიძლება ნაკლებად ზუსტი ინტერპრეტაციები მოვიპოვოთ, რომელთა სამწუხარო და გაუთვალისწინებელმა შედეგებმა შეიძლება აღთქმის გზას დაგვაშოროს. და უფრო მეტიც, ზოგიერთი შეკითხვა შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე ღმერთი, რომელსაც „აქვს მთელი ძალა“ და „მთელი სიბრძნე და გონიერება“, რომელიც „სწვდება ყველაფერს“, თავისი წყალობით, უზრუნველყოფს განათლებას ჩვენ მიერ მისი სახელის რწმენით.
ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება ნაყამანის მონათხრობიდან არის ის, რომ ღვთის კანონებისა და მცნებებისადმი მორჩილების წინააღმდეგობამ, შეიძლება, გაახანგრძლივოს ან შეაფერხოს ჩვენი ზრდა. ჩვენ კურთხეული ვართ, რომ იესო ქრისტე გვყავს ჩვენს მთავარ მკურნალად. ღვთის კანონებისა და მცნებებისადმი ჩვენს მორჩილებას შეუძლია დაეხმაროს მხსნელს უზრუნველგვყოს იმ გაგებისა და მკურნალობის ბოძებით, რომლებიც მან უწყის, რომ გვჭირდება, ღვთის მიერ ჩვენთვის გამოწერილი განკურნების გეგმის თანახმად.
უხუცესი რიჩარდ გ. სკოტი ასწავლიდა, რომ „ეს ცხოვრება არის ღრმა ნდობის გამოცდილება — იესო ქრისტეს ნდობის — მისი სწავლებების ნდობის, ჩვენი შესაძლებლობების ნდობის, სულიწმინდის ხელმძღვანელობით, რათა დავემორჩილოთ ამ სწავლებებს ბედნიერებისთვის ახლა და მიზანმიმართული, უაღრესად ბედნიერი მარადიული არსებობისთვის. ნდობა ნიშნავს ნებაყოფლობით დამორჩილებას, როდესაც არ იცი დასასრული დასაბამიდან (იხილეთ იგავები 3:5–7). ნაყოფის მისაღებად თქვენი ნდობა უფლის მიმართ უფრო ძლიერი და გამძლე უნდა იყოს, ვიდრე თქვენი თავდაჯერებულობა თქვენს გრძნობებსა და გამოცდილებაში.
უხუცესი სკოტი აგრძელებს: „რწმენის გამოვლენა ნიშნავს უფლის ნდობას, რომ მან იცის, რას აპირებს თქვენთან დაკავშირებით და რომ ის მიაღწევს ამას თქვენი მარადიული კეთილდღეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გესმით, როგორ შეუძლია მას ამის გაკეთება“.
დასკვნითი მოწმობა
ძვირფასო მეგობრებო, მე ვმოწმობ, რომ ჩვენს გულწრფელ კითხვებს სახარების შესახებ შეუძლიათ ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს მისცენ შესაძლებლობა, რომ ზრდაში დაგვეხმარონ. ჩემმა პირადმა მცდელობამ, ვეძიო პასუხები უფლისგან ჩემს სულიერ კითხვებზე — წარსულსა და აწმყოზე — უფლება მომცა, გამომეყენებინა ის სივრცე, რომელიც არსებობს ჩემსა და უფლის გაგებას შორის, რათა მესწავლა მისი მორჩილება და ერთგულება სულიერი ცოდნისა, რომელსაც მე ახლა ვფლობ.
მე ვმოწმობ, რომ თქვენი ნდობა ზეციერი მამისა და მისი წინასწარმეტყველებისა, რომლებიც მან გამოგზავნა, დაგეხმარებათ, სულიერად ამაღლდეთ და გიბიძგებთ წინ ღმერთის გაფართოებული ჰორიზონტისკენ. თქვენი მსოფლმხედველობა შეიცვლება, რადგან თქვენ შეიცვლებით. ღმერთმა უწყის, რომ რაც უფრო მაღლა ხართ, მით უფრო შორს ხედავთ. ჩვენი მხსნელი მოგიწოდებთ, იაროთ აღმა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.