წმინდა წერილი
ალმა 12


თავი 12

ალმა ელაპარაკება ზიზრომს. ღმერთის საიდუმლოებების განდობა შეიძლება მხოლოდ ერთგულთათვის. ადამიანი განიკითხება საკუთარი ფიქრების, რწმენის, სიტყვებისა და საქმეთა შესაბამისად. ბოროტნი იწვნევენ სულიერ სიკვდილს. მოკვდავი ცხოვრება არის გამოცდის ჟამი. გამოსყიდვის გეგმის მეშვეობით ხდება აღდგომა და რწმენის მეშვეობით – ცოდვების მიტევება. მომნანიებელთ აქვთ შეწყალების უფლება მხოლოდშობილი ძის მეშვეობით. დაახლოებით 82 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა ალმამ, როდესაც იხილა, რომ ამულეკის სიტყვებმა გააჩუმა ზიზრომი, რადგან მან დაინახა, რომ ამულეკმა იგი სიცრუეში და ტყუილში გამოიჭირა, რომ გაენადგურებინა იგი და დაინახა რა, რომ ის აკანკალდა საკუთარი დანაშაულის შეგნების გამო, მან გახსნა ბაგე და დაიწყო მასთან საუბარი და ამულეკის სიტყვების დადასტურება და უფრო ღრმად ახსნა ანუ წმინდა წერილების განმარტება იმაზე ღრმად, რაც ამულეკმა გააკეთა.

2 ახლა, სიტყვები, რომლებიც ზიზრომს ალმამ უთხრა, გაიგეს გარშემო მყოფმა ხალხმა, ვინაიდან დიდი იყო შეკრებილთა რაოდენობა და მან უთხრა შემდეგი:

3 ახლა, ზიზრომ, ხედავ, რომ დაგიჭირეს სიცრუეში და მზაკვრობაში, რადგან შენ იცრუე არა მარტო ადამიანის, არამედ იცრუე ღმერთის წინაშე; რადგან, აჰა, მან იცის შენი ყოველი აზრი და ხედავ, რომ შენი აზრები გაგვენდო მისი სულის მეშვეობით;

4 და შენ ხედავ – ვიცით, რომ შენი გეგმა იყო ძალზედ მზაკვრული, ეშმაკის მზაკვრობის შესაბამისი, რომ იცრუო და მოატყუო ეს ხალხი, რათა განაწყო იგი ჩვენ წინააღმდეგ, რომ გაგვლანძღონ და გაგვაძევონ –

5 და ეს იყო შენი მტრის ჩანაფიქრი და მან გამოავლინა საკუთარი ძალა შენში. და ახლა, მსურს, დაიმახსოვრო, რომ რასაც შენ გეუბნები, მე ვეუბნები ყველას.

6 და აჰა, მე თქვენ ყველას გეუბნებით, რომ ეს იყო მტრის მახე, რომელიც მან დააგო, რათა დაიჭიროს ეს ხალხი, რომ დაგიმორჩილოთ, რათა გარს შემოგარტყათ თავისი ჯაჭვები, რათა მარადიულ განადგურებას მიგაჯაჭვოთ, საკუთარი ტყვეობის ძალის შესაბამისად.

7 ახლა, როდესაც ალმამ თქვა ეს სიტყვები, ზიზრომი უფრო მეტად აკანკალდა, რადგან იგი სულ უფრო მეტად და მეტად რწმუნდებოდა ღმერთის ძალაში; ასევე დარწმუნდა იმაში, რომ ალმა და ამულეკი ფლობდნენ ცოდნას მასზედ, რადგან იგი დარწმუნებული იყო, რომ მათ იცოდნენ მისი გულის ფიქრები და წადილი; რადგან ძალა მიეცათ მათ, სცოდნოდათ ამაზე, წინასწარმეტყველების სულის შესაბამისად.

8 და ზიზრომმა გულდასმით დაიწყო მათი გამოკითხვა, რათა მეტი გაეგო ღვთის სასუფეველზე. და მან უთხრა ალმას: რას ნიშნავს ის, რაც ამულეკმა ილაპარაკა მკვდრეთით აღდგომაზე, რომ ყველა აღდგება მკვდრეთით, სამართლიანნიც და უსამართლონიც და წარსდგებიან ღმერთის წინაშე, რათა განიკითხონ თავიანთი საქმეების შესაბამისად?

9 და ახლა, ალმამ დაუწყო მას ამის ახსნა, სიტყვებით: ბევრისათვის არის ნაბოძები, იცოდნენ ღმერთის საიდუმლოებანი; მიუხედავად ამისა, მათ მკაცრად აქვთ ნაბრძანები, არ გაამხილონ ეს, გარდა მისი სიტყვის იმ ნაწილისა, რომელსაც იგი აძლევს ადამიანთა შვილებს მათი ყურადღებისა და სიბეჯითის შესაბამისად, რომელსაც ისინი მის მიმართ იჩენენ.

10 და ამიტომ ის, რომელიც გულს იქვავებს, იღებს სიტყვის მცირედ ნაწილს; და ის, რომელიც არ გაიქვავებს გულს, მას სიტყვის უფრო დიდი ნაწილი მიეცემა, სანამ არ გაენდობა ღმერთის საიდუმლოებების ცოდნა, იქამდე, სანამ სრულად არ ჩაწვდება მათ.

11 და მათ, რომლებიც გულებს იქვავებენ, ეძლევათ სიტყვის უფრო მცირე ნაწილი, იქამდე, სანამ არაფერი აღარ ეცოდინებათ მის საიდუმლოებებზე; და მაშინ ისინი ეშმაკის მიერ არიან დატყვევებულნი და მისი ნებით მიჰყვებიან განადგურებისაკენ. ახლა, ეს არის ის, რაც ჯოჯოხეთის ჯაჭვებში იგულისხმება.

12 და ამულეკმა ნათლად ილაპარაკა სიკვდილის შესახებ და ამ მიწიერი ცხოვრებიდან უკვდავ მდგომარეობაში აღდგომაზე და ღმერთის სამსჯავროს წინაშე მიყვანაზე, რათა განკითხულნი ვიქნეთ ჩვენი საქმეების შესაბამისად.

13 მაშინ, თუ გული გვექნება გაქვავებული, დიახ, თუ ჩვენ გულს გავიქვავებთ სიტყვის მიმართ, ისე, რომ ის არ იქნება ჩვენში ნაპოვნი, მაშინ საშინელი იქნება ჩვენი მდგომარეობა, რადგან მაშინ ჩვენ ვიქნებით განსჯილნი.

14 რადგან ჩვენ განგვსჯის ჩვენი სიტყვები, დიახ, ყველა ჩვენი საქმე განგვსჯის; ჩვენ ვერ გვცნობენ უმწიკვლოდ; და ჩვენი აზრები ასევე განგვსჯის; და ასეთ საშინელ მდგომარეობაში, ჩვენ ვერ გავბედავთ ღმერთისთვის შეხედვას; და ძალზედ გახარებულნი ვიქნებოდით, რომ შეგვძლებოდა გვებრძანებინა კლდეებისა და მთებისთვის, ზედ დაგვცემოდნენ, რათა დავეფარეთ მისი გარემოცვიდან.

15 მაგრამ ეს შეუძლებელია; ჩვენ უნდა გამოვიდეთ და დავდგეთ მის წინაშე, მის დიდებაში და მის ძალაში და მის ძალ-ღონეში, დიდებულებაში და ბატონობაში; და ვაღიაროთ სამუდამოდ ჩვენდა სამარცხვინოდ, რომ ყველა მისი სასჯელი სამართლიანია; რომ ყველა მისი საქმე არის სამართლიანი და ის მოწყალეა ადამიანთა შვილებისადმი, რომ მას სრული ძალა შესწევს გადაარჩინოს ყოველი ადამიანი, რომელსაც სწამს მისი სახელი და მოაქვს მონანიებისათვის შესაფერისი ნაყოფი.

16 და ახლა, აჰა, გეუბნებით: შემდეგ მოდის სიკვდილი, მეორე სიკვდილიც კი, რაც არის სულიერი სიკვდილი; შემდეგ დგება დრო, როდესაც ვინც საკუთარ ცოდვებში მოკვდება ხორციელი სიკვდილით, ასევე მოკვდება სულიერი სიკვდილით; დიახ, ის მოკვდება იმისთვის, რაც სამართლიანობას ეხება.

17 მაშინ მოვა დრო, როდესაც მათი წამება იქნება, როგორც ცეცხლისა და გოგირდის ტბა, რომლის ალი ადის მაღლა უკუნითი უკუნისამდე; და მაშინ მოვა ისეთი დრო, როდესაც ისინი იქნებიან მარადიულ განადგურებაზე მიჯაჭვულნი, სატანის ძალისა და დატყვევების მიხედვით, დაიმორჩილებს რა მათ, საკუთარი ნების თანახმად.

18 შემდეგ, მე თქვენ გეუბნებით, ისინი იქნებიან ისე, თითქოს არც მომხდარიყო გამოსყიდვა; რადგან ისინი ვერ იქნებიან გამოსყიდულნი ღმერთის სამართლის შესაბამისად; და ისინი ვერ შეძლებენ სიკვდილს, რადგან აღარ იქნება ხრწნა.

19 ახლა, ეს იყო ასე, რომ როდესაც ალმამ დაამთავრა ამ სიტყვების თქმა, ხალხმა უფრო მეტად იწყო გაოცება;

20 მაგრამ იქ იყო ვინმე ანტიონა, რომელიც მათ შორის მთავარი მმართველი იყო, იგი წინ გამოვიდა და მას უთხრა: რა თქვი შენ, რომ ადამიანი აღდგება მკვდრეთით და გადავა ამ მოკვდავი მდგომარეობიდან უკვდავში ისე, რომ მისი სული არასდროს არ მოკვდება?

21 რას ნიშნავს ეს წმინდა წერილი, რომელიც ამბობს, რომ ღმერთმა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მახვილი გაამწესა ედემის ბაღის აღმოსავლეთით, რათა ჩვენი პირველი მშობლები ვერ შესულიყვნენ და არ ეგემათ სიცოცხლის ხის ნაყოფი და ვერ ეცოცხლათ მარადის? და ამგვარად ვხედავთ, რომ არ იყო იმის შესაძლებლობა, რომ მათ ეცხოვრათ მარადის.

22 ახლა, ალმამ მას უთხრა: ეს არის ის, რის ახსნასაც ვაპირებდი. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ადამი დაეცა, იგემა რა აკრძალული ხილი, ღვთის სიტყვის შესაბამისად; და ამგვარად ვხედავთ, რომ მისი დაცემით მთელი კაცობრიობა იქცა დაკარგულ და დაცემულ ხალხად.

23 და ახლა, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, ადამისთვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო სიცოცხლის ხის ნაყოფის დაგემოვნება იმ დროს, არ იქნებოდა სიკვდილი და სიტყვა გახდებოდა ფუჭი და აქცევდა ღმერთს მატყუარად, რადგან მან თქვა: თუ შეჭამ – აუცილებლად მოკვდები.

24 და ჩვენ ვხედავთ, რომ სიკვდილი მოეწევა კაცობრიობას, დიახ, ის სიკვდილი, რომელიც არის ხორციელი სიკვდილი, რომელზედაც ლაპარაკობდა ამულეკი; მიუხედავად ამისა, ადამიანს მიეცა დრო, როდესაც მას შეუძლია მოინანიოს; ამიტომ, ეს ცხოვრება გახდა გამოსაცდელი მდგომარეობა; ღმერთთან შესახვედრად მოსამზადებელი დრო; იმ მარადიული მდგომარეობისათვის მოსამზადებელი დრო, რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რომელიც დადგება მკვდართა აღდგომის შემდეგ.

25 ახლა, გამოსყიდვის გეგმა რომ არ ყოფილიყო, რომელიც ამაქვეყნის დასაბამიდან იყო დაგეგმილი, არც მკვდართა აღდგომა არ იქნებოდა; მაგრამ დაიდო გამოსყიდვის გეგმა, რომლითაც მოხდება მკვდრების აღდგომა, რაზედაც უკვე ითქვა.

26 და ახლა, აჰა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ჩვენი პირველი მშობლები მისულიყვნენ და ეგემათ სიცოცხლის ხიდან, ისინი დარჩებოდნენ სამუდამოდ უბედურნი, არ ექნებოდათ მოსამზადებელი მდგომარეობა და ამგვარად, გამოსყიდვის გეგმა ჩაიშლებოდა და ღვთის სიტყვა იქნებოდა ცარიელი, არ ექნებოდა არანაირი შედეგი.

27 მაგრამ, აჰა, ეს ასე არ იყო; თუმცა ადამიანებს დაუდგინდათ, რომ უნდა მომკვდარიყვნენ და სიკვდილის შემდეგ უნდა წარმსდგარიყვნენ განკითხვისთვის, იმ განკითხვისათვის, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაც არის დასასრული.

28 და მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაადგინა, რომ ეს ყველაფერი ადამიანს დაემართებოდა, აჰა, მან იხილა, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ამ ყველაფრის შესახებ, რაც მათ დაუდგინა;

29 ამიტომ, მან გამოაგზავნა ანგელოზები მათთან სალაპარაკოდ, რომლებმაც მოახდინეს ისე, რომ ადამიანებმა იხილეს მისი დიდებისა.

30 და იმ დროიდან, მათ დაიწყეს მისი სახელის ღაღადი; ამიტომ, ღმერთი ელაპარაკა ადამიანებს და გაანდო მათ გამოსყიდვის გეგმა, რომელიც მომზადებული იყო ამაქვეყნის დასაბამიდან; და ეს გაანდო მათ მათი რწმენისა, მონანიებისა და მათი წმინდა საქმეების შესაბამისად.

31 ამიტომ, მან ადამიანებს მცნებები მისცა; მათ, დაარღვიეს რა პირველი კანონები ხორციელი ცხოვრების შესახებ, გახდნენ ღმერთებივით, განასხვავებდნენ კეთილს ბოროტისაგან, ჩააყენეს საკუთარი თავი ან იქნენ ჩაყენებულნი ისეთ მდგომარეობაში, სადაც მოიქცეოდნენ საკუთარი ნებისა და სიამოვნების შესაბამისად, კეთილისა ან ბოროტის კეთებაში –

32 ამიტომ, ღმერთმა მათ მისცა მცნებები მას შემდეგ, რაც გაანდო მათ გამოსყიდვის გეგმა, რათა მათ არ ჩაედინათ ბოროტება, რისი სასჯელიც არის მეორე სიკვდილი, რაც არის მარადიული სიკვდილი სამართალისათვის; რადგან ასეთებისთვის გამოსყიდვის გეგმას არ ექნებოდა ძალა, რადგან ღვთის სიკეთის შესაბამისად, მართალთა საქმენი ვერ იქნება განადგურებული.

33 მაგრამ ღმერთმა მოუწოდა ადამიანს, თავისი ძის სახელით (ეს იყო გამოსყიდვის გეგმა, რომელიც იყო დაგეგმილი) უთხრა: თუ მოინანიებთ და არ გაიქვავებთ გულს, მაშინ შეგიწყალებთ ჩემი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით;

34 ამიტომ, ყველას, ვინც მოინანიებს და არ გაიქვავებს გულს, ჩემი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით ექნება შეწყალების უფლება ცოდვების მისატევებლად და ესენი შევლენ ჩემს სავანეში.

35 და ყოველი, ვინც გაიქვავებს გულს და ჩაიდენს ურჯულოებას, აჰა, მე ვფიცავ ჩემს მრისხანებაში, რომ ვერ შევა ჩემს სავანეში.

36 და ახლა, ჩემო ძმებო, აჰა, გეუბნებით, რომ თუ გაიქვავებთ გულს, ვერ შეხვალთ უფლის სავანეში; ამიტომ, თქვენი ურჯულოება განარისხებს მას ისე, რომ იგი მოავლენს თქვენზედ თავის რისხვას ისე, როგორც პირველი განრისხებისას, დიახ, საკუთარი სიტყვის შესაბამისად, ბოლო განრისხებისას, ისევე, როგორც პირველისას, თქვენი სულების სამუდამო განადგურებისთვის; ამიტომ, საკუთარი სიტყვის შესაბამისად, ბოლო სიკვდილისთვის ისევე, როგორც პირველისთვის.

37 და ახლა, ჩემო ძმებო, იმის გამო, რომ ვიცით ყოველივე ეს და არის რა ეს ჭეშმარიტება, მოდით მოვინანიოთ და გულს ნუ გავიქვავებთ, რომ არ განვარისხოთ უფალი, ჩვენი ღმერთი, რომ არ მოავლინოს ჩვენზე თავისი რისხვა ამ მეორე მცნებებში, რომელნიც მან მოგვცა; მაგრამ, მოდით, შევიდეთ ღვთის სავანეში, რომელიც მისი სიტყვის შესაბამისად არის მომზადებული.