წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 73


ნაწილი 73

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისა და სიდნეი რიგდონის მიერ მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 10 იანვარი, 1832 წ. დეკემბრის დასაწყისიდან წინასწარმეტყველი და სიდნეი ქადაგებით იყვნენ დაკავებულნი, რის შედეგადაც ბევრი რამ გაკეთდა უარყოფითი გრძნობების შესამსუბუქებლად, რომლებიც გაღვივებული იყო ეკლესიის წინააღმდეგ. (იხ. 71-ე ნაწილის შესავალი).

1–2, უხუცესებმა უნდა გააგრძელონ ქადაგება; 3–6, ჯოზეფ სმითმა და სიდნეი რიგდონმა უნდა გააგრძელონ ბიბლიის თარგმანზე მუშაობა, სანამ თარგმანი არ დასრულდება.

1 ვინაიდან, ჭეშმარიტად, ამას ამბობს უფალი: საჭიროდ მიმაჩნია, რომ მათ გააგრძელონ სახარების ქადაგება და ეკლესიებისთვის მოწოდება გარშემო მიწებზე კონფერენციის დაწყებამდე.

2 და შემდეგ, აჰა, გახდება მათთვის ცნობილი, კონფერენციის ხმით, მათი სხვადასხვა მისიების შესახებ.

3 ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით, ჩემო მსახურებო, ჯოზეფ სმით უმცროსო და სიდნეი რიგდონ, – ამბობს უფალი, საჭიროა, კვლავ თარგმნოთ;

4 და რამდენადაც შესაძლებელია, გარშემო მხარეებში იქადაგოთ კონფერენციამდე; და ამის შემდეგ საჭიროა, გააგრძელოთ თარგმანზე მუშაობა, სანამ მას არ დაასრულებთ.

5 დაე, ეს იყოს უხუცესებისთვის ნიმუში შემდგომ სწავლებამდე, სწორედ როგორც არის დაწერილი.

6 ამჟამად მეტს აღარ გიბოძებთ, შემოისარტყლეთ წელი და იყავით ფხიზლად. სწორედ ასე. ამინ.